ENG


ცხადდება სტუდენტთა მობილობა ერაზმუსუს ფარგლებში - მედიახელოვნების ფაკულტეტი, ზალცბურგი

11 / 10 / 2022

 
ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა   თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის  მულტიმედიის მიმართულების საბაკალავრო და  სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის (1 ადგილი), 2022/2023 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრისთვის,  ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH  Salzburg University of Applied Sciences
 
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   შესაბამისი ფაკულტეტების დეკანებს  და კომისიებს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური  ან გერმანული ენის სერტიფიკატი  B2, ანდა ინგლისური ან გერმანული  ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 18 ოქტომბერი, 2022
 
საკონტაქტო პირი:
·         ქეთი კვირიკაძე (მედია ხელ. ფაკ.)   [email protected], 599153339
 
 
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 ·        ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·        ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში ან  ქ.  სტანბულში
·         ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ.
шаблоны для dle 11.2