ENG


სამხატვრო აკადემიის სამაგისტრო პროგრამებზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია და მისაღები გამოცდების ვადები

1 / 08 / 2022

 
გამოცხადდა  სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამაგისტრო პროგრამებზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია და მისაღები გამოცდების ვადები:
 
  • სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველ აბიტურიენტთა რესგიტრაცია 2022 წლის 10 აგვისტოდან  31 აგვისტოს ჩათვლით;  
  • გამოცდა უცხო ენაში 2022  წლის 7-8 სექტემბერი;
  • სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველ აბიტურიენტთა გამოცდა/გამოცდები სპეციალობაში 2022 წლის 14-15 სექტემბერი;
  • გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 2022  წლის 20 სექტემბერი
  • სააპელაციო განცხადებების მიღება 2022  წლის 22-23 სექტემბერი
  • გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნება, მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება და რექტორის ბრძანების გამოცემა  სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის თაობაზე 2022 წლის 28-29 სექტემბერი
 
  • მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  • განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე
  • ბაკალავრიატის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • 2 ფოტოსურათი (CD) -ზე ჩაწერილი
  • სამხედრო აღრიცხვის საბუთი  (ვაჟებისთვის)

არქიტექტურის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველებმა ყველა საჭირო საბუთთან ერთად უნდა წარმოადგინონ: პორტფოლიო, CV, სამოტივაციო წერილი (2 -დან 5 გვერდამდე), დახასიათება ( პედაგოგის ან სამუშაო ადგილიდან ).  
шаблоны для dle 11.2