ENG

ა.წ. 17-18 ოქტომბერს, მაროკოში, მარაკეშში იმართება კონფერენცია ‘ერასმუს  სამეცნიერო დღეები 2022’, სადაც წარდგენილი იყო და გამარჯვება მოიპოვა თსსა -ესპანეთის, პალმას ხელოვნების და დიზაინის  უმაღლესი სკოლის ‘Escola d'Art i Superior de Disseny de les Illes Balears’ ერთობლივმა პროექტმა. 
კონფერენციაზე წარდგენილი იქნება  მოხსენება 'საქართველოდან ესპანეთამდე, იბერიული კავშირები  ექვს  Erasmus+ KA107 პროექტში - სასწავლო გამოცდილების გაზიარება დიზაინის მიმართულებით, სოციალური ინოვაციისთვის', რომელიც ეფუძნება 2021 წელს, თსს აკადემიაში და პალმაში ჩატარებულ, ქართველი და ესპანელი პოფესორების 6 გაცვლითი ვორქშოფის მასალას.  
თსსა ვორქშოფებს, თემაზე 'თეთრი ქრონოტოპი - სხვადასხვა მედიის გამოყენებით' (რომელიც მიეძღვნა შშმ პირების ჩართულობას სახელოვნებო აქტივობებში),   უძღვებოდნენ  თსსა პროფესორები და პედაგოგები - ქეთევან მატაბელი, ნინო მგალობლიშვილი, თამუნა მალაზონია. ესპანელმა პროფესორებმა კი ჩაატარეს შემდეგი ვორქშოფები:  Jordi Miquel SEMPERE ‘‘Lettering For Society’’ (გრაფიკა ), Miquel MUNTANER ESTARELLAS ‘Collaborative Open Source Animation ’ (ანიმაცია), Maria del Pilar ROVIRA SERRANO ‘Inclusive Fashion Design’ (მოდის დიზაინი შშმ პირებისთვის).


თსსა-ს ერასმუს პარტნიორი, ვროცლავის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემია The Eugeniusz Geppert Academy of Art and Design (Wroclaw) იწვევს სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს სიმპოზიუმში 'ვიზუალური ხელოვნების კვლევითი მეთოდები' მონაწილეობის მისაღებად, 16-20 მაისი, 2022.

სიმპოზიუმი ხორციელდება პოლონეთის  აკადემიური გაცვლების ეროვნული სააგენტოს-'Polish National Agency for Academic Exchange'  პროგრამის -PROM programme ფარგლებში. შესაბამისად,  მონაწილეებს მიენიჭებათ მგზავრობისა და ცხოვრების გრანტები სააგენტოს პროექტის "International scholarship exchange of PhD candidates and academic staff" ფარგლებში (project No. POWR.03.03.00-IP.08-00-P13/18, implemented under Measure: 3.3 Internationalisation of Polish higher education, OP KED)

დოკუმენტი