ENG


საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ვიზიტი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
1 თებერვალს, სამხატვრო აკადემიას ესტუმრნენ საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი, კულტურული პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი, ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენი და კულტურული პროგრამების კოორდინატორი, თამთა გოჩიტაშვილი. შედგა შეხვედრა თსსა რექტორთან, ყარამან ქუთათელაძესთან და სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლებთან - ვიცე-რექტორ თინათინ კლდიაშვილთან, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროს მაია ყიფიანთან და რექტორის აპარატის უფროს, ქეთევან ნემსაძესთან. საუბარი შეეხო თანამშრომლობის მეტად გაღრმავებას და სამომავლო გეგმებს.

თსს აკადემიის მიერ ინიცირებული, "იუნესკოს (UNESCO) 2022-2023 მონაწილეობის" პროგრამის გამარჯვებული, ახალი პროექტი- "ტექსტილის სახელოსნოები რეგიონებში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის" აკადემიის, უკვე განხორციელებული პროექტის "ტრადიციული ქართული ლურჯი სუფრა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის" გაგრძელება/განვითარებას წარმოადგენს, რადგანაც პროექტი უკვე წარმატებით განხორციელდა "იუნესკოს (UNESCO) 2020-2021 მონაწილეობის" პროგრამის ფარგლებში. ზემოაღნიშნული ახალი ინიციატივა კი უკვე განხორციელებულ პროექტის მიღწეული მიზნების, კერძოდ კი, ქსოვილის დიზაინის სწავლების შედეგების იმპლემენტაციას, პანკისისა და გორის რეგიონებში სახელოსნოების მაღალი სტანდარტით ფუნქციონირების, შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად ...

ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი     თსსა  სახვითი  ხელოვნების  ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების სტუდენტებისთვის (1 ან 2 საკონკურსო ადგილი),  2023 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრისთვის, სლოვაკეთის, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში -  Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD)
 
გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 26 დეკემბერი, 2022

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 
·        ფაკულტეტების კომისიების მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·         სლოვაკეთის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია სლოვაკეთის საკონსულოში ქ. ანკარაში
·         ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი სლოვაკეთში ჩასვლის შემდეგ