ENG


26 აპრილს, სამხატვრო აკადემიაში, დიზაინის ფაკულტეტს ესტუმრა ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის FH Salzburg University of Applied Sciences - პროდუქტის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისა და პროფესორების 34 კაციანი ჯგუფი.

მათ დაათვალიერეს სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობა და სტუდიები, შემდეგ დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის 6 მიმართულების ვორქშოპში:

ტექსტილის დიზაინი;
მხატვრული კერამიკა;
მხატვრული მინა;
ხის მხატვრული დამუშავება და ავეჯის დიზაინი;
სამკაული და ლითონის დეკორატიული პლასტიკა;
სამრეწველო დიზაინი.
პირველ დღეს ჩატარდა 5 ვორქშოპი სამ სხვადასხვა ლოკაციაზე.  

2022 წლის 11-14 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა პალასის (ტარტუ, ესტონეთი) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ტყავისა და კონსერვაციის დეპარტამენტის (https://pallasart.ee/en/) ხელმძღვანელის, ბატონი RenéHaljasmäe ლექციებისა და ვორქშოფების სერია. მან  სტუდენტებსა და კოლეგებს გააცნო ესტონეთში წიგნისა და ქაღალდის კონსერვაციის ისტორია და მეთოდოლოგია, ასევე ბიბლიოთეკებსა და არქივებში წიგნის კონსერვაციის თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები.

13-14 აპრილი, 2022 - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაიმართა ვორქშოფი ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში.
კასტელოს ხელოვნების უმაღლესი სკოლის - Escola d'Art i Superior de Disseny de Castelló  ინტერიერის დიზაინის მიმართულების პროფესორმა - Mirentxu Sardina-მ გამართა სემინარი და ვორქშოფი. მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ ერასმუს სერიფიკატები.
ვორქშოფის თემა იყო - The feelings  neighborhood, რის მიხედვითაც შეიქმნა კონცეპტუალური მრავალსართულიანი სახლი. თითოეული ნაწილი (Box) განსაზღვრავდა გრძნობასა და განწყობას - სხვადასხვა სიტყვის მეშვეობით.
სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა გამოიჩინეს კრეატიულობა და შექმნეს ძალიან საინტერესო ფორმის და შინაარსის იმიტირებული მრავალსართულიანი მაკეტი.

4-8 აპრილი, ესპანეთის, კასტელოს  ხელოვნების უმაღლეს სკოლაში - Escola d'Art i Superior de Disseny de Castelló, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში,  გაიმართა თსსა რექტორის, პროფ. გია გუგუშვილის და  სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორის, ქეთი მატაბელის ვორქშოფების სერია სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ  ინსტიტუციური თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით ახალი ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში. ამ ეტაპზე, კასტელოში, ერასმუს მობილობით იმყოფება გრაფიკისა და მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტები, ხოლო  ა.წ. გაზაფხულის სემესტრში იგეგმება  4 სხვადასხვა მიმართულების პროფესორის ერასმუს მობილობა თსს აკადემიაში.