ENG

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

7 / 08 / 2023

9 აგვისტოს, 14:00 საათზე, გაიმართება რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის  კონსერვაცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დოქტორანტის, თამარ მელივას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაურია: კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის {და} მართვის გამოწვევები საქართველოში ბაგრატის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქციის მაგალითზე.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ირინე ელიზბარაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
დისერტაციის დაცვა შედგება თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე, B 4 აუდიტორიაში.

დისერტაცია
რეზიუმე

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შორის, მემორანდუმი გაფორმდა

28 / 06 / 2023

27.06.2023
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შორის, მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებისა და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდება. სტუდენტებისთვის განხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამები. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება სამეცნიერო პოტენციალის ჩართულობა - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში. მემორანდუმს ხელი მოაწერეს: სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა - იოანე მენაბდემ და თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა - ყარამან ქუთათელაძემ.