ENG

                   
   
       
ფაკულტეტები
 
დიზაინი
 

მიმართულებები

მხატვრული კერამიკა

მხატვრული მინა

ტექსტილის დიზაინი
მოდის დიზაინი
სამრეწველო დიზაინი
ხის მხატვრული დამუშავება და ავეჯის დიზაინი
სამკაულის და ლითონის დეკორატიული პლასტიკა

ლურჯი სუფრის კვლევითი ლაბორატორია

     
 
 
 
მოდის დიზაინი
 

მიმართულების ხელმძღვანელი - ნინო მგალობლიშვილი, კულტურის კვლევების დოქტორი, პროფესორი

საბაკლავრო პროგრამის მოდის დიზაინი აღწერა :
მუშაობის ძირითადი პრინციპი: დიზაინ-განათლების ტრადიციული და თანამედროვე  გამოცდილების გათვალისწინება.
სასწავლო პროგრამა „მოდი დიზაინი“ სტუდენტს სთავაზობს - საერთაშორისო მიღწევებისა და ტრადიციული გამოცდილების საფუძველზე, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით სპეციალიზიციის შესწავლას.

სამუშაო მეთოდიკა პასუხობს საერთაშორისო დიზაინ - სწავლების ერთ-ერთ მთავრ პრინციპს - ორიენტაციას არა იმდენად კონკრეტული, ვიწრო ცოდნის გადაცემაზე, რომელიც მუდმივად ცვალებადია, არამედ, საბაზო კომპეტენციების ათვისებაზე, რომელიც, ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავების საშუალებას იძლევა.

საბაკლავრო პროგრამა ,,მოდის დიზაინი’’ - ინტერდისციპლინარულ ხასიათს ატარებს, აერთიანებს თეორია - პრაქტიკას.
სასწავლო პროცესში პრაქტიკული საქმიანობა მიმდინარეობს - ექსპერიმენტული ძიებებისა და ტექნიკურ/ტექნოლოგიური ხერხების გამოყენებით .
სწავლების ვექტორი: იდეიდან მზა პროდუქტამდე
პროგრამაში გათვალისწინებულია დარგის თავისებურებები - პრაქტიკული დისციპლინები (საკოლექციო ხაზის პროექტირება, სამკერვალო ტექნოლოგიები, საპროექტო გრაფიკა ...) ასევე, მჭიდრო კავშირშია სახვითი ხელოვნებასთან და ზოგად-ჰუმანიტარულ დისციპლინებთან, მათ შორის ისწავლება: სარეკლამო ტექნოლოგიები, საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, სახვითი ხელოვნება ...)

სასწავლო პროცესის ორიენტირი - პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
ძირითადი საქმიანობაა - ექსპერიმენტულ/შემოქმედებითი დინამიური სწავლების ტიპი, რომელიც უზრუნველყოფს პრობლემების გადაწყვეტის უნარების გამომუშავებას, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს განავითაროს საკუთარი პოტენციალი, როგორც აკადემიური სწავლების პროცესში, ასევე აკადემიის ფარგლებს გარეთ/საკუთარ საქმინობაში.

სასწავლო პროცესში ასევე, გათვალისწინებულია:
- საგანმანათლებო-შემოქმედებითი პროექტებზე მუშაობა;
- საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკოსების სემინარები და ვორქშოფები (ბიზნეს ურთიერთობები, შემოქმედებითი  საქმიანობა, თეორიული ანალიზი ... )
- კონკურსები

პედაგოგები :
 
ნინო მგალობლიშვილი, კულტურის კვლევების დოქტორი, პროფესორი
ეკატერინე ჩხუტიშვილი, ასოცირებული პროფესორი/ B
ნინო ჯაში, ასოცირებული პროფესორი/ B
მარიამ ბერიძე, ასოცირებული პროფესორი/ B
მაკა ბახტაძე, ასოცირებული პროფესორი/ B
რუსუდანი იოსელიანი, ასოცირებული პროფესორი/ B
ანა ჩაკვეტაძე, ასოცირებული პროფესორი / C
თეა ბოდოკია, ასოცირებული პროფესორი / C
ია ფიცხელაური, ასოცირებული პროფესორი/ C