ENG


სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი დავით ალექსიძე

 
 
დავით ალექსიძე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის- ფერწერის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, დეკანი.

1981-1983 წლებში იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1983-1990 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის სპეციალობით, პედაგოგი ნიკოლოზ იგნატოვი.

სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თსუ სახვითი ხელოვნების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. იგი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის გამოფენებში. გაფორმებული აქვს თეატრალური სპექტაკლი. მონაწილეობდა თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ’’საჩუქარის” ორგანიზებაში.

1993-1995 წლებში სტაჟირებას გადიოდა იტალიაში, ვენეციის სამხატვრო აკადემიასა და უნივერსიტეტ ”კაფოსკარში” თანამედროვე ხელოვნების სპეციფიკით. გაფორმებული აქვს რამოდენიმე მხატვრული ნაწარმოები. მონაწილეობა აქვს მიღებული ქართულ შოტლანდიურ შემოქმედებით პროექტში ქალაქ გლაზგოში.
 
2001წელს გააფორმა ალტერნატიული სპექტაკლი ’’მიმიკრია’’ თეატრალურ სარდაფში.
2006 წლიდან იგი მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ამ პერიოდში იგი მონაწილეობდა რომულდო დულბინკოს ფონდის მიერ ორგანიზებულ ვორქშოპებში. მონაწილეობა მიიღო სამხატვრო აკადემიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო გამოფენებში ირანში, თურქეთში, იტალიაში. ასევე მან მონაწილეობა მიიღო სტუდენტებთან ერთად ლიეჟის ხელოვნებისა და ისტორიის საერთაშორისო ფორუმში, ასევე ლუქსემბურგის ხელოვნებისა და ისტორიის საერთაშორისო ფორუმში. სამხატვრო აკადემიაში მუშაობისას მის მიერ ორგანიზებული იყო სტუდენტთა არაერთი გამოფენა და შემოქმედებითი პროექტი. პარალელურად იგი მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა საერთაშორისო თუ რეგიონალური მნიშვნელობის გამოფენებში და პროექტებში.
  სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის მთავარ გვერდზე დაბრუნება