ENG

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+
მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტისთვის (1 ადგილი), 2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი. ავსტრიის, ქალაქ გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH Joanneum University of Applied Sciences, Graz

წარსადგენი დოკუმენტაცია(ინგლისურ ენაზე):
· პორტფოლიო
. CV,
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო  წერილი
. სარეკომენდაციო წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე B2,  ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.

დედლაინი: 15 აპრილი, 2023

საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური, [email protected], 577525719

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში ან ქ. სტანბულში.  
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ.


თსს აკადემიის მიერ ინიცირებული, "იუნესკოს (UNESCO) 2022-2023 მონაწილეობის" პროგრამის გამარჯვებული, ახალი პროექტი- "ტექსტილის სახელოსნოები რეგიონებში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის" აკადემიის, უკვე განხორციელებული პროექტის "ტრადიციული ქართული ლურჯი სუფრა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის" გაგრძელება/განვითარებას წარმოადგენს, რადგანაც პროექტი უკვე წარმატებით განხორციელდა "იუნესკოს (UNESCO) 2020-2021 მონაწილეობის" პროგრამის ფარგლებში. ზემოაღნიშნული ახალი ინიციატივა კი უკვე განხორციელებულ პროექტის მიღწეული მიზნების, კერძოდ კი, ქსოვილის დიზაინის სწავლების შედეგების იმპლემენტაციას, პანკისისა და გორის რეგიონებში სახელოსნოების მაღალი სტანდარტით ფუნქციონირების, შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად ...

ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი     თსსა  სახვითი  ხელოვნების  ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების სტუდენტებისთვის (1 ან 2 საკონკურსო ადგილი),  2023 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრისთვის, სლოვაკეთის, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში -  Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD)
 
გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 26 დეკემბერი, 2022

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 
·        ფაკულტეტების კომისიების მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·         სლოვაკეთის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია სლოვაკეთის საკონსულოში ქ. ანკარაში
·         ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი სლოვაკეთში ჩასვლის შემდეგ