ENG

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ფერწერის მიმართულების IV კურსის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი, რომელიც გამოავლენს დრეზდენის საერთაშორისო პლენერის ორ ახალ მონაწილეს.
დრეზდენის საერთაშორისო პლენერი, გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალის - „Palais Sommer“ უმთავრესი კომპონენტია, რომელშიც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები 2013 წლიდან არიან ჩართულნი პროექტის დამფუძნებლის, აკადემიის საპატიო პროფესორის, ალექსანდრე-ალეკო ადამიას ინიციატივით (1962-2019).
კონკურსი გულისხმობს ორ ეტაპს: განიხილება სტუდენტების ნამუშევრები ზოგადად და პროექტის სპეციფიკასთან შესაბამისობაში. შემდეგ კი, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას პლენერის სამხატვრო ხელმძღვანელებთან, მარიამ შაქარაშვილთან და ბექა საყვარელიძესთან. გამარჯვებულები გაემგზავრებიან დრეზდენში, შექმნიან ნამუშევრებს გერმანელ მხატვრებთან ერთად და ჩაერთვებიან სხვადასხვა კულტურულ აქტივობაში.
მგზავრობის, ცხოვრებისა და მუშაობისთვის საჭირო ყველა ხარჯი სრულიად დაფინანსებულია ფესტივალის მიერ.
პროექტის ხანგრძლივობა - 10/07/23 - 12/08/23
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადააგზავნოთ 10/15 ფერწერული ნამუშევრის ფოტო/პორთფოლიო და CV მითითებულ მისამართზე: [email protected]
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 11 მაისი, 20:00 საათი
გისურვებთ წარმატებას!

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების საყურადღებოდ!
ფონდი ATINATI აწესებს პრემიას - განაცხადების მიღება შესაძლებელია 21 მაისამდე!
პრემია შეადგენს 5 000 €
გამარჯვებულს გამოავლენს სპეციალურად შერჩეული ჟიური, რომელიც ქართველი და უცხოელი წევრებისგან არის დაკომპლექტებული.
ATINATI-ს მიზანია, წაახალისოს სტუდენტები და მისცეს მათ შესაძლებლობა, საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას წარუდგინონ.
პროექტის ბოლოს, გამარჯვებული ერთი სტუდენტის პერსონალური გამოფენა ATINATI’S კულტურის ცენტრში გაიმართება. მას, ასევე გადაეცემა ფულადი პრემია 5 000 €.
განაცხადის შევსების თაობაზე სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ATINATI.COM-ზე.

გისურვებთ წარმატებას!

მ.წ. 22-23 ივლისს ყაზახეთში, ქ. ალმატიში ჩატარდება ყაზახეთის იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მიერ დაგეგმილ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის მეორე საერთაშორისო მოდელი.
მსოფლიო მემკვიდრეობის თემაზე დაგეგმილი საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიება განკუთვნილია იუნესკოს წევრი სახელმწიფოს 16-დან 22 წლამდე პირთათვის. თითოეული ქვეყნიდან მონაწილეთა დელეგაცია უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ ორი ახალგაზრდისგან.
ყაზახეთის იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია ფარავს მონაწილეების განთავსების, კვებისა და ალმატის ფარგლებში გადაადგილების ხარჯებს პროგრამის პერიოდისთვის. საერთაშორისო მგზავრობას უზრუნველყოფს თავად მონაწილე. მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენა ხდება ონლაინ ფორმის მეშვეობით, რომელიც განთავსებულია შემდეგ
 ბმულზე
რეგისტრაციისა და მოთხოვნილი ვიდეო დოკუმენტაციის (იხ. დანართი: Regulations) წარდგენის ბოლო ვადაა მ.წ. 15 აპრილი.
Regulations
The Second International UNESCO Model under the patronage of UNESCO
Letter


ლიეტუვის სასტიპენდიო კონკურსი ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლისთვის. ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსოფლიოს 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ეთნიკურად ლიეტუველ ახალგაზრდებს. (2014-2022 წლებში ამ პროგრამით საქართველოს 138-მა მოქალაქემ ისარგებლა);
საქართველოს მოქალაქეებს (ასევე ახალგაზრდებს მსოფლიოს 31 ქვეყნიდან) შესაძლებლობა აქვთ, ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდია მიიღონ და ერთი ან ორი
სემესტრით ისწავლონ ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სხვადასხვა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე;
საქართველოს მოქალაქეებს (ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის წარომადგენელს) ასევე, საშუალება აქვთ, მიიღონ ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდია და ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლონ ლიეტუვური ენის სასწავლო პროგრამებზე, ერთი ან ორი სემესტრის განმავლობაში. ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს, ასევე ლექტორებსა და მკვლევარებს
(ლინგვისტიკისა და ფილოლოგიის მიმართულებით).

წინამდებარე ბმულებზე განთავსებულია ინფორმაცია 2023 წელს გამოცხადებული
კონკურსების თაობაზე:
კონკურსი ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო
პროგრამებზე:
https://studyin.lt/scholarships/full-time-master-degree-studies/
კონკურსი მოკლევადიან (ერთი ან ორი სემესტრით) სასწავლო პროგრამებზე:
https://studyin.lt/scholarships/short-term-studies/
კონკურსი მოკლევადიან (ერთი ან ორი სემესტრით) ლიეტუვური ენის სასწავლო
პროგრამებზე: https://studyin.lt/scholarships/lithuanian-short-term-studies/