ENG


Unesco-ს 2020-2021 მონაწილეობის პროგრამის ფარგლებშიგამარჯვებული პროექტი - “ლურჯი სუფრა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის”!
სამხატვრო აკადემიის კვლევითი ლაბორატორიის პროექტის - “ლურჯი სუფრა” მიზანია, ისტორიული ქართული ტექსტილის ამ მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარება, უნიკალური ტრადიციის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ტექსტილის რესტავრაციის დარგის განვითარება. ასევე, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა: შიდა ქართლის, დუშეთის, მარნეულის, ბოლნისის, პანკისის რეგიონებში, იქ მცხოვრებ ქალთა და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის, თსსა პროფესორების და სტუდენტთა ჩართულობით...


14, 15 და 16 დეკემბერს, სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფალულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა  ვორქშოფის “ხელოვნება მხატვრული ინსპირაციისთვის“ პირველი ეტაპი, რომელიც აერთიანებდა სამ თემას ხელოვნებიდან: მუსიკა, არქიტექტურა, ქორეოგრაფია
ხელოვნება, როგორც ინპირაცია - როგორ შეიძლება გახდეს ხელოვნების სხვა დარგები ინპირაციის წყარო მხატვრობაში და როგორი ასახვა შეიძლება ჰპოვოს ინდივიდუალურად მხატვრულ შემოქმედებაში. როგორ შეიძლება ფორმულირდეს სახვით ხელოვნებაში მუსიკალური კომპოზიცია, არქიტექტურული შედევრი ან ქორეოგრაფიული ნაწარმოები. ვორქშოფის ფარგლებში სტუდენტებმა უნდა შექმნან ნამუშევრები, რომელთა ინპირაციაც კონკრეტულად შეთავაზებული მასალა უნდა იყოს
ვორქშოფი დაიყო სამ ნაწილად - სამ 40 წუთიან სესიად Zoom-ის ფორმატში.
I დღე: „მუსიკის როლი მხატვრობაში“ -  გია გუგუშვილი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი, მხატვარი
II დღე: პინა ბაუშის „Lilies of the valley“ განხილვა - ელისო ჯულაყიძე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული პედაგოგი.
III დღე: ფრენკ გერის „ღვინის სასტუმრო“ განხილვა - ალექსანდრე ჩუბინიძე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული პედაგოგი
ვორქშოფის ხელმძღვანელი - მარიამ შაქარაშვილი