ENG

ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა   თსსა დიზაინის ფაკულტეტის სამრეწველო დიზაინის მიმართულების  მიმართულების საბაკალავრო / სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის (2 ადგილი), 2022/2023 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრისთვის,  ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH  Salzburg University of Applied Sciences
 
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   შესაბამისი ფაკულტეტების დეკანებს  და კომისიებს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური  ან გერმანული ენის სერტიფიკატი  B2, ანდა ინგლისური ან გერმანული  ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 18 ოქტომბერი, 2022
 
საკონტაქტო პირი:
·         ნატა ნიკოლეიშვილი 
[email protected]593799960
 
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი: 
·        ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·        ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში  ან ქ.  სტანბულში
·         ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ.



სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს რექტორის თანამდებობის დასაკავებლად, 4 წლის ვადით.
რექტორის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც უკავია პროფესორის აკადემიური თანამდებობა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომლის მიმართულებაც შეესაბამება აკადემიასა და მის ფაკულტეტებზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს.
კანდიდატებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია - CV; განათლების ან/და სამეცნიერო წოდების დამადასტურებელი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული ასლები. ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან იმის თაობაზე, რომ კანდიდატს უკავია პროფესორის აკადემიური თანამდებობა. 4 წლიანი სტრატეგიული განვითარების კონცეფცია და სამოქმედო გეგმა. ასევე, ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც კანდიდატი საჭიროდ ჩათვლის.
კანდიდატების რეგისტრაცია და დალუქული განაცხადების მიღება იწარმოებს თსსა კანცელარიაში 2022 წლის 7 ნოემბერს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. აკადემიური საბჭოს პირველი საკონკურსო სხდომა გაიმართება 2022 წლის 8 ნოემბერს, რომელზეც გაიხსნება პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი დალუქული განაცხადები. იმ პრეტენდენტთა სტრატეგიული განვითარების კონცეფცია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკურსისთვის დადგენილ მოთხოვნებს, მსჯელობისა და შეფასების მიზნით გამოქვეყნდება თსსა ვებგვერდზე. ფარული კენჭისყრა გაიმართება 2022 წლის 18 ნოემბერს.

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის  სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის  ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით ცხადდება  კონკურსი ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად,   4 წლის ვადით. 
დეკანის თანამდებობის დაკავება შეუძლია ფაკულტეტის პროფესორს და ასოცირებულ პროფესორს. კანდიდატებმა დალუქულ კონვერტებში უნდა წარმოადგინონ: ავტობიოგრაფია - CV; განათლების ან/და სამეცნიერო წოდების დამადასტურებელი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული ასლები; 4 წლიანი  ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია; ასევე, ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც კანდიდატი საჭიროდ ჩათვლის.
ფაკულტეტის დეკანის კანდიდატთა რეგისტრაცია და დალუქული განცხადებების მიღება იწარმოებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კანცელარიაში  2022 წლის წლის 04 ნოემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.  ფაკულტეტის დეკანის არჩევნები გაიმართება 2022 წლის 05 ნოემბერს.