ENG

ცხადდება ერასმუს მობილობის კონკურსი  პოლონეთის გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემიაში- Academy of Fine Arts, Gdansk, 2 ადგილი - თსსა ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტისთვის 2023 წლის გაზაფხულის სემესტრში.   სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   სახვითი ხელოვნების  ფაკულტეტის დეკანს, ხარისხის სამსახურის უფროსს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო  
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 15 ოქტომბერი, 2022
 
საკონტაქტო პირი:
ანა მიქელაძე, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი  
anamikeladze@hotmail.comana.mikeladze@art.edu.ge, 599222012

აპლიკანტებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 
·               ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·        მობილობის განხორციელება დაგეგმილია  პოლონეთის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების და შესაბამისი აცრების/კოვიდპასპორტის მოთხოვნების გათვალისწინებით
·                  პოლონეთის  ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ.  თბილისში
·        ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი პოლონეთში  ჩასვლის შემდეგ.

ზალცბურგის უნივერსიტეტის ახალი შეთავაზება- სტუდენტის ნომინირება ERNST MACH-ის სტიპენდიაზე  

ავსტრიის ზალცბურგის უნივერსიტეტის შეთავაება ეფუძნება თსს აკადემიასთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში.  

პირველ ეტაპზე, დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ შიდა - საფაკულტეტო შერჩევა. თსსა შესაბამისი ფაკულტეტის მიერ ნომინირებულმა სტუდენტმა მონაწილეობა უნდა მიიღოს საყოველთაო კონკურსში ანუ კონკურენტები იქნებიან აპლიკანტები მთელი მსოფლიოდან, თუმცა მოცემულ სტუდენტს ექნება გარკვეული უპირატესობა, რადგან წარდგენილი იქნება ზალცბურგის უნივერსიტეტის პარტნიორი ინსტიტუტის- თსსა მხრიდან. ზალცბურგში ოფიციალური ნომინაციის გაგზავნის  და  მიღებული დასტურის შემდეგ, სტუდენტს ექნება უფლება დაიწყოს სააპლიკაციო პროცესი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ  პროდუქტის დიზაინის, ავეჯის დიზაინის, მედია ხელოვნების, როგორც  საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს. 

გთხოვთ იხილოთ დეტალური ინფორმაცია მეორე გვერდზე (დააწკაპუნეთ სათაურზე)