ENG

სამხატვრო აკადემიის სტუდენტების საყურადღებოდ!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აცხადებს სამეცნიერო კომიქსების კონკურსს.

კონკურსის მიზანია ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების გადაკვეთის წერტილი მეცნიერებით დაინტერესების ერთგვარ იმპულსად აქციოს ახალგაზრდებისთვის და ამ გზით, ხელი შეუწყოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას და მის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ისევე როგორც - სამეცნიერო კომიქსის ჟანრისა და სამეცნიერო თემების გააქტიურებას ქართულ სალიტერატურო, სახელოვნებო და საგამომცემლო სივრცეში (იხილეთ სრულად) ...