ENG



26 აპრილს, სამხატვრო აკადემიაში, დიზაინის ფაკულტეტს ესტუმრა ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის FH Salzburg University of Applied Sciences - პროდუქტის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისა და პროფესორების 34 კაციანი ჯგუფი.

მათ დაათვალიერეს სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობა და სტუდიები, შემდეგ დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის 6 მიმართულების ვორქშოპში:

ტექსტილის დიზაინი;
მხატვრული კერამიკა;
მხატვრული მინა;
ხის მხატვრული დამუშავება და ავეჯის დიზაინი;
სამკაული და ლითონის დეკორატიული პლასტიკა;
სამრეწველო დიზაინი.
პირველ დღეს ჩატარდა 5 ვორქშოპი სამ სხვადასხვა ლოკაციაზე.  

2022 წლის 11-14 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა პალასის (ტარტუ, ესტონეთი) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ტყავისა და კონსერვაციის დეპარტამენტის (https://pallasart.ee/en/) ხელმძღვანელის, ბატონი RenéHaljasmäe ლექციებისა და ვორქშოფების სერია. მან  სტუდენტებსა და კოლეგებს გააცნო ესტონეთში წიგნისა და ქაღალდის კონსერვაციის ისტორია და მეთოდოლოგია, ასევე ბიბლიოთეკებსა და არქივებში წიგნის კონსერვაციის თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები.

13-14 აპრილი, 2022 - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაიმართა ვორქშოფი ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში.
კასტელოს ხელოვნების უმაღლესი სკოლის - Escola d'Art i Superior de Disseny de Castelló  ინტერიერის დიზაინის მიმართულების პროფესორმა - Mirentxu Sardina-მ გამართა სემინარი და ვორქშოფი. მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ ერასმუს სერიფიკატები.
ვორქშოფის თემა იყო - The feelings  neighborhood, რის მიხედვითაც შეიქმნა კონცეპტუალური მრავალსართულიანი სახლი. თითოეული ნაწილი (Box) განსაზღვრავდა გრძნობასა და განწყობას - სხვადასხვა სიტყვის მეშვეობით.
სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა გამოიჩინეს კრეატიულობა და შექმნეს ძალიან საინტერესო ფორმის და შინაარსის იმიტირებული მრავალსართულიანი მაკეტი.