ENG

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+  მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტისთვის (1 ადგილი), 2021/2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი. ავსტრიის, ქალაქ გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH Joanneum University of Applied Sciences, Graz

წარსადგენი დოკუმენტაცია:
(ინგლისურ ენაზე)
· პორტფოლიო
. CV,
· ნიშნების ფურცელი
· სამოტივაციო  წერილი
          სარეკომენდაციო წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე   B2 ,  ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.


აპლიკანტმა სტუდენტებმა  , შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა  წარადგინონ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატში
 საბუთების მიღება დაიწყება  20 ოქტომბრიდან  და გაგრძელდება 30 ოქტომბრამდე 2021

საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური,
nestan.tsiklauri@art.edu.ge, 577525719


აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:

· ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· მობილობის განხორციელება დაგეგმილია ავსტრიის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით
· ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში. პანდემიური შეზღუდვების გამო, ქ. ბაქოში ავსტრიის საკონსულოს არ ფუნქციონირების შემთხვევაში, ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. სტანბულში
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ.
. პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების გამო, სასურველია რომ სტუდენტი თბილისიდან პირდაპირი რეისით ჩაფრინდეს დანიშნულების ქვეყანაში


Barbara  Mermoud,  შვეიცარიის, ჟენევის  ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტის - Geneva University of Art and Design (თსსა-ს ახალი პარტნიორი), მოდის დიზაინის მიმართულების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტის ერთ სემესტრიანი მობილობა თსსა მოდის დიზაინის და ტექსტილის დიზაინის მიმართულებებზე. მობილობა ხორციელდება თსს აკადემიასა და ჟენევის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში.
 
Antonie Marie Nová ,  ჩეხეთის, ოსტრავას უნივერსიტეტის - University of Ostrava, Czech Republic, www.osu.eu  (თსსა-ს ახალი პარტნიორი), სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტის ერთ სემესტრიანი მობილობა თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ქანდაკების მიმართულებაზე. მობილობა ხორციელდება თსს აკადემიასა და ოსტრავას უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში.