ENG


ცხადდება სტუდენტთა  ერთ სემესტრიანი ERASMUS+ მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის  სამაგისტრო საფეხურისა და საბაკალავრო  საფეხურის - IVე კურსის სტუდენტისთვის (2 ადგილი), 2021/2022 სასწავლო წლის  საგაზაფხულო სემესტრი.

ლიხტენშტეინი, ვადუცი, Universität Liechtenstein, Fürst-Franz-Josef-Strasse, 9490 Vaduz, Liechtenstein

წარსადგენი დოკუმენტაცია:(ინგლისურ ენაზე)
პორტფოლიო
CV
ნიშნების ფურცელი
სამოტივაციო წერილი
სარეკომენდაციო წერილი
ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
აპლიკანტმა სტუდენტებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატში
დოკუმენტაციის მიღების  deadline -ია  10/11/2021 18:00 საათი
საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური, nestan.tsiklauri@art.edu.ge, 577525719
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი        
მობილობის განხორციელება დაგეგმილია შვეიცარია, ლიხტენშტეინისა და საქართველოს პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით       ლიხტენშტეინის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. თბილისში შვეიცარიის საელჩოში.        
Erasmus კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი ლიხტენშტეინში ჩასვლის შემდეგ.


ცხადდება ერასმუს მობილობის კონკურსი  ესპანეთის, ქ. კასტელონის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში- Escola d'Art i Superior de Disseny de Castelló,  http://www.easdcastello.org/, ქ. ვალენსიასთან ახლოს,     1 ადგილი-გრაფიკის მიმართულების სტუდენტისთვის და 1 ადგილი-მოდის დიზაინის მიმართულებისთვის,   2022 წლის საგაზაფხულო სემესტრში.   სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   სახვითი ხელოვნების  ფაკულტეტის დეკანს, ხარისხის სამსახურის უფროსს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო  
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 10 ნოემბერი, 2021
 
საკონტაქტო პირი:
ანა მიქელაძე, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი  anamikeladze@hotmail.comana.mikeladze@art.edu.ge, 599222012
ნატა ნიკოლეიშვილი, დიზაინის ფაკულტეტი  nata.nikoleishvili@art.edu.ge, 593799960
 
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 
·        ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·        მობილობის განხორციელება დაგეგმილია  ესპანეთის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების და შესაბამისი აცრების/კოვიდპასპორტის მოთხოვნების გათვალისწინებით
·        ესპანეთის  ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ.  სტანბულში
·        ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი ესპანეთის  ჩასვლის შემდეგ.
.        პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების გამო, სასურველია რომ სტუდენტი თბილისიდან პირდაპირი რეისით  ჩაფრინდეს დანიშნულების ქვეყანაში



ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი     თსსა   თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის   სტუდენტებისთვის (1 ადგილი), 2021/2022 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრისთვის,  საფრანგეთის პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში - Ecole Nationale Supérieure d'Arts de Paris-Cergy (ENSAPC). სწავლა მიმდინარეობს ფრანგულ ენაზე.  
 
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   სახვითი ხელოვნების  ფაკულტეტის დეკანს, ხარისხის სამსახურის უფროსს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო  
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ფრანგული ენის სერტიფიკატი  B2, ან ფრანგული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 31 ოქტომბერი, 2021
 
საკონტაქტო პირი:
ანა მიქელაძე  
anamikeladze@hotmail.comana.mikeladze@art.edu.ge, 599222012
 
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 
·        ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·        მობილობის განხორციელება დაგეგმილია საფრანგეთის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების და შესაბამისი აცრების/კოვიდპასპორტის მოთხოვნების გათვალისწინებით
·        საფრანგეთის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ.  თბილისში
·        ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ.
.        პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების გამო, სასურველია რომ სტუდენტი თბილისიდან პირდაპირი რეისით  ჩაფრინდეს დანიშნულების ქვეყანაში