ENG


ა.წ. 9-13 მაისს, თსსა ერასმუს პარტნიორ, ავსტრიის, გრაცის  FH Joanneum გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურების პერსონალის კვირეული, სადაც მონაწილეობა მიიღო თსსა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა, ერასმუს ინსტიტუციურმა კოორდინატორმა, მაია ყიფიანმა. კვირეული მოიცავდა სემინარების, ვორქშოფებისა და ტრენინგების სერიას თემაზე ' უმაღლესი განათლების სოციალური  მდგრადობა, გადაწყვეტილებები მომავლისთვის'. კვირეულში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 17 ქვეყნის 29 უნივერსიტეტის წარმომადგენელმა. შედგა მოლაპარაკება არქიტექტურის და მედია ხელოვნების ფაკულტეტებთან თანამშრომლობის გაგრძელების და გაფართოების შესახებ.



26 აპრილს, სამხატვრო აკადემიაში, დიზაინის ფაკულტეტს ესტუმრა ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის FH Salzburg University of Applied Sciences - პროდუქტის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისა და პროფესორების 34 კაციანი ჯგუფი.

მათ დაათვალიერეს სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობა და სტუდიები, შემდეგ დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის 6 მიმართულების ვორქშოპში:

ტექსტილის დიზაინი;
მხატვრული კერამიკა;
მხატვრული მინა;
ხის მხატვრული დამუშავება და ავეჯის დიზაინი;
სამკაული და ლითონის დეკორატიული პლასტიკა;
სამრეწველო დიზაინი.
პირველ დღეს ჩატარდა 5 ვორქშოპი სამ სხვადასხვა ლოკაციაზე.