2008 წლის 5 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის „მწვანე
დარბაზში“ ახალგაზრდა მეცნიერმა გია კვაშილავამ წარმოადგინა მრავალწლიანი
სამეცნიერო კვლევის შედეგი. მან ფართო აუდიტორიას გააცნო ფესტოს დისკოს
გამოსახულებათა წაკითხვის მის მიერ შემუშავებული ძირითადი პრინციპები და ამის
საფუძველზე განსაზღვრა, რომ ფესტოს დისკოზე ძველკოლხურადაა დატანილი ღვთაების
სადიდებელი ჰიმნი.
დამსწრე საზოგადოება ასევე გაეცნო ლონდონში ფესტოს დისკოს აღმოჩენის 100
წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენციის შედეგებს. გია კვაშილავას მიერ
წარმოდგენილმა დებულებებმა და მოსაზრებებმა კონფერენციის მონაწილე ამ სფეროში
მომუშავე წამყვანი სპეციალისტების აღიარება მოიპოვა.
მოხსენებამ ცხოველი ინტერესი გამოიწვია. აზრი გამოთქვეს და მეცნიერს შეკითხვები
დაუსვეს როგორც აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებმა, ასევე სტუდენტებმა.




