უძველესი საკურთხეველი გადარჩა!

 

 

ცნობილი არქეოლოგი, ბ-ნი ვახტან ლიჩელი იგოეთთან, სამანქანო ტრასის მშენებლობასთან დაკავშირებით აწარმოებს არქეოლოგიურ გათხრებს. აქ ძვ.წ. VIII-VII სს-ის უძველესი ქალაქის ნაშთები აღმოჩნდა.
ერთ-ერთ ნაგებობაში არქეოლოგებმა თიხის საკურთხეველი იპოვეს. საკურთხეველი უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ მასზე ვერძისთავებიანი პროტომაა დაძერწილი.
ვინაიდან უახლოეს ხანებში ამ ადგილას ავტობანმა უნდა გაიაროს, დადგა ამ უნიკალური საკურთხევლის მოხსნისა და უსაფრთხო ადგილას მისი გადატანის საკითხი.
ბატონმა ვახტანგ ლიჩელმა დახმარებისათვის თხოვნით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას. საკურთხევლის მოხსნა და გადატანა რთული საქმე იყო, რადგან სპეციალისტებს საგანგებო ტექნოლოგიის მოფიქრება დასჭირდათ. საბოლოოდ, აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის კერამიკის მიმართულების პროფესორის ოთარ მუხიგულისა და აკადემიის თანამშრომლის ავთანდილ ინასარიძის ძალისხმევით უძველესი საკურთხეველი დაზიანებასა და განადგურებას გადაურჩა და უვნებლად მოიხსნა.
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დიზაინი: 
©2007 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია