ქართველები მადრიდში

 

 

მადრიდი ქართულ მხატვრობას მასპინძლობს

 

გალერეაში “საქართველო” ქართველი მხატვრები რიგით მეორე გამოფენას გამართავენ



31 მარტს მადრიდის ცენტრში, დალის მოედანზე მადრიდელებმა ახალი სამხატვრო გალერეის გახსნა აღნიშნეს. ახალ გალერეას “საქართველო” ქვია და მისი გახნის ინიციატორი თბილისის სამხატვრო აკადემიის აკადემიის რექტორი, პროფესორი გია ბუღაძე გახლავთ.

გალერეაში გამოიფინა სამხატვრო აკადემიის თორმეტამდე პედაგოგ-პროფესორის ფერწერული ნამუშევრები. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ესპანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, კრიტიკოსები და ის მადრიდელები, რომლებიც მადრიდის სახელოვნებო ცხოვრებისა და მიმდინარე კულტურული პროცესების ავანგარდში არიან.
გამოფენის გახსნაზე ბრძანდებოდნენ დელეგატები საქართველოდანაც. მათ შორის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი, ბატონი ნიკოლოზ რურუა.

გალერეაში “საქართველო” ექსპოზიციები პერმანენტულად განახლდება. რამდენიმე წლის განმავლობაში ეს გალერეა მხოლოდ ქართულ მხატვრობას გამოფენს და ქართველი მხატვრების ევროპულ საგამოფენო ცხოვრებაში აქტიური ინტეგრაციისთვის იმუშავებს. სულ მალე, მაისის ბოლოს, პირველ ექსპოზიციას მეორე ჩაენაცვლება. როგორც სამხატვრო აკადემიის რექტორი, ბატონი გია ბუღაძე აცხადებს, მადრიდს თანდათან გააცნობენ, როგორც ცნობილი ქართველი მხატვრების ხელოვნებას, ისე ახალი თაობების მხატვრულ ძიებებს. სამ თვეში ერთხელ, თბილისის სამხატვრო აკადემიის ეგიდითა და ინიციატივით, გალერეა “საქართველო” მადრიდელებს ახალ გამოფენაზე უმასპინძლებს. 

დიზაინი: 
©2007 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია