ყველაზე დიდი ხელოვნება, ადამიანთა სიყვარულია! – ვინსენტ ვან გოგის ეს
სიტყვები იმ გამოფენის დევიზია, რომელიც სამხატვრო აკადემიის საგამოფენო
დარბაზში 30 მარტს გაიხსნა. ფერწერული ნამუშევრების ექსპოზიცია უნარშეზღუდულთა
მიერ თერაპიის სახლში არის შექმნილი. გამოფენა კი ვინსენტ ვან გოგის დაბადების
დღეს ეძღვნება.
გამოფენის ორგანიზატორები არიან აკადემიის სტუდენტები და სოციალური თერაპიის
სახლი.












