2009 წლის 21-23 ნოემბერს რიგაში ჩატარდა საერთაშორისო პროექტი სახელწოდებით
”იდენტურობის ნიშნები/მრავალგვარობის ნიშნები” (“შიგნს ოფ იდენტიტყ/სიგნს ოფ
დივერსიტყ”), რომელმაც თავი მოუყარა ბალტიისპირეთის სამ ქვეყანას, სამხრეთ
კავკასიის სამ ქვეყანასა და საფრანგეთს. პროექტის მიზანი იყო მონაწილე ქვეყნებს
შორის ინტერკულტურული დიალოგის გაძლიერება-განვითარება თავისუფალი არტისტული
გამომსახველობის საშუალებით. აღნიშნული პროექტი წარიმართა UNEშჩO-ს კავკასიური
პროექტის ეგიდით.
ნოემბრის ბოლოს რიგის სამხატვრო აკადემიაში ჩატარდა ვორქშოფი, სადაც
მონაწილეობა მიიღეს 7 უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლის პროფესორებმა და
სტუდენტებმა. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან საერთაშორისო პროექტში
მონაწილეობდნენ თსსა რექტორი, პროფესორი გიორგი ბუღაძე და სახვითი ფაკულტეტის
სტუდენტი სოფიო კიკნაველიძე.