პერფორმანსის თეატრი სამხატვრო აკადემიაში  

 

 

2009 წლის 29 დეკემბერს თბილისის სამხატვრო აკადემიაში მარგო კორაბლიოვას პერფორმანსის თეატრმა ჩაატარა ნოეტიკური პერფორმანსი "სამკუთხედი - ჰორიზონტი" (კირკეს მითის თემაზე).
კორაბლიოვას ჯგუფის ახალი ნამუშევარი “სამკუთხედი – ჰორიზონტი” წაროადგენდა პერფორმანსს წარმოსახვის შესახებ, რომელიც სამხატვრო აკადემიის დარბაზში 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. წრეში განლაგებულ სკამებზე თვალდახუჭული იჯდა 8 მონაწილე, რომელთა წარმოსახვა საერთო სიუჟეტსა და მისი განვითარების პერსონალურ დეტალებზე იყო კონცენტრირებული.
პარალელურად, როგორც ამ წარმოსახვის ჩანახატები, კედლებზე გამოფენილი იყო ჯგუფის ვიდეო ნამუშევრების სერიული კადრები და ტექსტები, შეგროვებული მოსამზადებელი პერიოდის წარმოსახვითი სეანსებიდან, ხოლო ეკრანზე სპეციალურად გადაღებული ვიდეოს ჩვენება მიმდინარეობდა.
ამ 1 საათის განმავლობაში არტისტებს არ გააჩნდათ კონტროლი დარბაზზე, ხოლო მაყურებელს არ ჰქონდა კონტროლი ხელოვანთა წარმოსახვაზე.
პერფორმანსი განხორციელდა მარგო კორაბლიოვას პერფორმანსის თეატრის დაარსებიდან XV წელთან დაკავშირებით.
პერფორმანსის მონაწილეები: დავით ჩიხლაძე, ვასო მაჭარაძე, ლევან მაისურაძე, ნუცი გაბისიანი, სალომე პერტაია, ხატია შიუკაშვილი, ანი ხარებავა, თამო მეტრეველი, ნიკა წიქარიშვილი.

www.mirrorerrorviceversa.blogspot.com

 

დიზაინი: 
©2007 თსსა