PSP-ს ინიციატივით 2008 წლის ოქტომბერში გამოცხადდა უმცროსკლასელების ნახატების
კონკურსი „ჩემი ოჯახი“.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო საჯარო სკოლების 500-ზე მეტმა მოსწავლემ.
კომისიის მიერ გამოვლენილი იყო 100 საუკეთესო ნახატი.
კომისიაში შედიოდნენ ცნობილი ქართველი მხატვრები.
2008 წლის 23 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო
დარბაზში ამ ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე კომისიის მიერ გამოვლინდა 5 საუკეთესო ნახატი.
ეს ნამუშევრები გამოყენებული იქნება PSP-ს სარეკლამო ბანერებში.
აკადემიის მხრიდან პროექტში მონაწილეობდა აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა
(თავმჯდომარე – ლინა გედენიძე).
ასევე პროექტში მონაწილეობდა სარეკლამო ჯგუფი „5 line – production“.
გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა აკადემიის რექტორი გია ბუღაძე.


