თსსა აცხადებს კონკურსს ხელშეკრულებით მოსაწვევ პედაგოგთათვის შემდეგ დისციპლინებში:
1. კულტურის სამართალი
2. კინოს ისტორია
3. ფილოსოფია (ზოგადი კურსი)
4. მასალაში მუშაობა (მაკეტირების დაწყებითი ეტაპი სამრეწველო დიზაინში)
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
1. პირადი განცხადება რექტორის სახელზე
2. CV
3. პირადობის მოწმობის ასლი
4. ოთხი ფოტოსურათი (3/4)
5. შესაბამისი განათლების, სამუშაო სტაჟის, კვალიფიკაციისა და სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი საბუთების დედანი და ასლი
6. პორტფოლიო — მხატვრულ ნამუშევართა ალბომი ან სხვა სახის ვიზუალური მასალა ან/და ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, დასახელებულ დარგში მაქსიმალურად წარმოაჩენს მის პროფესიულ შესაძლებლობებს
7. საგნის სილაბუსი
საბუთების მიღება 12-დან 25 თებერვლის ჩათვლით
მისამართი: გრიბოედოვის 22
საკონტაქტო პირი — ლანა მანაგაძე