სამხატვრო აკადემიამ ცნობილი ავსტირელი კომპოზიტორის იოზეფ ჰაიდნის საიუბილეო
თარიღი გამოფენა-კონკურსით აღნიშნა. 16-დან 23 დეკემბრამდე აკადემია HALL-ში
გამოფენა გაიხსნა, სადაც სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის
ფაკულტეტების სტუდენტებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს (ფერწერა, გრაფიკა,
ქანდაკება, კერამიკა, სცენოგრაფია, სამკაული და სხვ.) ეს კონკურსი მესამე
ნაწილია საგამოფენო-საგანმანათლებლო ციკლისა ”კულტურათა დიალოგი”, რომელსაც
აკადემიის ბიბლიოთეკამ ჯერ კიდევ 2007 წელს ჩაუყარა საფუძველი.
აღნიშნულ პროექტზე მუშაობა 2009 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობდა. აკადემიის
სტუდენტებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს და გაეცნენ არა მხოლოდ ჰაიდნის
შემოქმედებას, არამედ თანადროულ ავსტრიულ მუსიკალურ და მხატვრულ
მემკვიდრეობასაც ეზიარენ. პროექტის მსვლელობისას იმართებოდა შეხვედრები ქართველ
ხელოვნებათმცოდნეებთან.
ეს გამოფენა-კონკურსი თბილისის სახელწიფო სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკისა და
ილიას უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია. 23 დეკემბერს
გამოფენის საზეიმო დახურვაზე გამარჯვებულები და მონაწილეები ალბომებით,
კატალოგებითა და კლასიკური მუსიკის კომპაქტ-დისკებით დაჯილდოვდნენ.
გამარჯვებულები:
გრანპრი — ანა გურაშვილი
I პრემია — ია ბახტაძე
II პრემია — ირაკლი ჩიქოვანი, ილია ბიგანიშვილი, ბექა თაბუკაშვილი.
III პრემია — ნინო ჯაფარიძე, მარიამ ჯაფარიძე, თორნიკე აბულაძე.





