თსსა სტუდენტების წარმატება

 

 

სამხატვრო აკადემიის გრაფიკოსი სტუდენტები საერთაშორისო კონკურსის პრიზიორები გახდნენ

 

ყოველწლიურად მიუნხენის „კუნსტლერ ჰოუზი“ ახალგაზრდა მხატვრების ფესტივალ-კონკურსს მართავს. „ოქროს კენტავრი“ ასე ჰქვია პრემიას, რომლისთვისაც წელს 18 ქვეყნის სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის 65 სტუდენტმა გამოფინა ნამუშევრები.
თბილისის სამხატვრო აკადემიის საპატიო პროფესორის კლაუს ჰიპის ხელშეწყობით ამ კონკურსში სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულების სამი სტუდენტიც მონაწილეობდა.
ნინო ინჯია – გრაფიკის მიმართულების სამაგისტრო პროგრამის I კურსის სტუდენტი, მარიამ გუგუშვილი – გრაფიკის ბაკალავრიატის II კურსის სტუდენტი და თამარ ნადარეშვილი, რომელიც ამავე მიმართულების ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტია.
წლევანდელი კონკურსის თემა-სლოგანი გახლდათ — ქმნილების ძალა.
აღსანიშნავია, რომ ამ კონკურსის საპრიზო პირველი და მესამე ადგილები სწორედ ქართველმა სტუდენტებმა მოიპოვეს.
კონკრეტულად: პირველი ადგილი და საპრიზო თანხა — 10 000 ევრო ნინო ინჯიამ დაიმსახურა. მესამე ადგილით მარიამ გუგუშვილი გამოარჩიეს. პრიზის სახით მას მიუნხენში ლითოგრაფიის ერთ-ერთ საუკეთესო სახელოსნოში ორთვიანი მუშაობის უფლება მიეცა.

ნინო ინჯია

მარიამ გუგუშვილი

თამარ ნადარეშვილი

დიზაინი: 
©2007 თსსა