26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამხატვრო
აკადემიის საგამოფენო დარბაზში „აკადემია +“ გაიხსნა გამოფენა „დაბადების დღე“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამხატვრო აკადემიის რექტორის გია ბუღაძის, გიორგი
გუგუშვილის, გოგი ლაზარაშვილისა და წყნეთის სამხატვრო სტუდიის, აფხაზეთიდან
იძულებით გადაადგილებულ ბავშვთა ნამუშევრები. დასასრულს ბატონმა გია ბუღაძემ
ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.







