სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის ფაკულტატური მომსახურების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა. 2009 წლის 30 აპრილი.
ნოვაციები ფერწერის მომსახურე მიმართულებით
სახვითი
ხელოვნების ფაკულტეტის გადაწყვეტილებით დაინერგა ახალი ტრადიცია:
წელიწადში ერთხელ გაიმართება ფაკულტეტური მომსახურების მიმართულებით საუკეთესო
ფერწერული საკურსო ნამუშევრების გამოფენა, სადაც ასახული იქნება ყველა ის
სიახლე, რაც ამ მიმართულებით არის მოსალოდნელი, განახლებული სასწავლო
პროგრამებით, სწავლების საწყის ეტაპზე ტრადიციული აკადემიური ფუნდამენტური
მეთოდების შენარჩუნება, ხოლო მომდევნო ეტაზე ნოვატორული იდეებისა და
მრავალფეროვანი მხატვრულიხ ხედვების შეთავაზება.
წარმოდგენილი გამოფენის არცერთი მონაწილე სპეციალობით ფერმწერი არ გახლავთ. აქ არიან წარმოდგენილნი მომავალი დიზაინერების, არქიტექტორების, მედია ხელოვნებისა და რესტავრაცია-კონსერვაციის სტუდენტების ფერწერული საკურსო ნამუშევრები. მათ აერთიანებთ ერთი მთავარი ნიშანი — გულწრფელობა და სახვითი ხელოვნების მიმართ დიდი სიყვარული.
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით, სასწავლო-სამეცნიერო პროცესის აკადემიური დონის ამაღლების მიზნით, სწორედ ამგვარ გამოფენებზე უნდა მოხდეს სწავლების ხარისხის შეფასება ამა თუ იმ დისციპლინაში.
რაც შეეხება სასწავლო პროცესს 4-წლიანი საბაკალავრო საფეხური — მოითხოვს განახლებული პროგრამით სწავლების შეთავაზებას. ეს კი მოცემულ დისციპლინაში მომუშავე პედაგოგების თავიანთ სტუდენტებთან თავდაუზოგავი შრომით მიიღწევა. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ხოლო წლების განმავლობაში დადებითი დინამიკა აშკარად შეიმჩნევა.
წარმოდგენილი
გამოფენები არის დასტური იმისა თუ რაოდენ პრიორიტეტულია და განსაკუთრებული როლი
მიუძღვის სახვით ხელოვნებას, კერძოდ ფერწერის დისციპლინას, სამხატვრო აკადემიის
ცხოვრებაში, ყოველი სტუდენტის ჩამოყალიბებაში და როგორც შემოქმედად
ფორმირებაში.






