გიორგი მაღლაკელიძე — Renovatio

 

 

2009 წლის 20 მაისს, თსსა დიდ საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გიორგი მაღლაკელიძის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით — Renovatio. გამოფენა მოიცავდა ბოლო წლებში შესრულებულ რელიგიური თემატიკის ნამუშევრებს.

გიორგი მაღლაკელიძემ სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1987 წელს დაამთავრა. მას შემდეგ იგი მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში და მოწყობილი აქვს ნამუშევრების რამდენიმე პერსონალური გამოფენა. რჩეულ გამოფენათა შორის აღსანიშნავია:
2006 წ. – „კავკასიის სახლი“, პარიზი (პერსონალური)
2005 წ. – „საფეხურები“, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი (ჯგუფური)
1999 წ. – „ძველი გალერეა“, თბილისი, (პერსონალური)
1996 წ. – გალერეა „არდიექსი“, თბილისი (ჯგუფური)

მხატვარი მუშაობს ასევე წიგნის ილუსტრაციის მიმართულებით. რამდენიმე გამოცემის ილუსტრირებისთვის მიღებული აქვს პრიზები: 2000 წელს UNICEF -ის ჯილდო — წიგნის საუკეთესო ილუსტრაციისთვის და 2007 წელს „პარნასის“ ჯილდო — წლის საუკეთესო ნამუშევარი.

გიორგი მაღლაკელიძემ სულ ახლახანს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა მასტერკლასები ფერწერაში.   
 

 

 

დიზაინი: 
©2007 თსსა