ქანდაკების მიმართულება
მიმართულების ხელმძღვანელი: თსსა ასოცირებული პროფესორი დავით მაისურაძე
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა:
• პლასტიკა
პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა ასოცირებული პროფესორი დავით მაისურაძე
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა:
• ქანდაკება
პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა მოწვეული პედაგოგი ნოდარ თოფურია.
მიმართულების მიზანია, მოამზადოს ქანდაკების სფეროში კვალიფიცირებული ექსპერიმენტატორი მხატვარი, რომელსაც გაცნობიერებული ექნება საკუთარი როლი და ადგილი, როგორც ადგილობრივ ასევე მსოფლიო არქიტექტურულ, პოლიმორფულ სივრცეში; აგრეთვე შეეძლება თავისი შემოქმედების განხილვა მსოფლიო თუ ადგილობრივი ხელოვნების კონტექსტში. მიმართულება ყურადღებას ამახვილებს ეთნო სპეციფიკური, დარგობრივი და მომიჯნავე სახვითი დისციპლინების, ასევე ხელოვნების ისტორიის კურსებსა და ზოგად თეორიულ დისციპლინებზე: ესთეტიკა, ფილოსოფია, კულტუროლოგია და სხვა.






