მხატვრული კერამიკის მიმართულება
მიმართულების ხელმძღვანელი: სრული პროფესორი გიორგი იაშვილი
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა:
- მხატვრული კერამიკის დიზაინი
პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა სრული პროფესორი გიორგი იაშვილი
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა
- მხატვრული კერამიკის დიზაინი
პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა სრული პროფესორი გიორგი იაშვილი
პროფესიული სწავლების პროგრამა
- დეკორატიული გამოყენებითი კერამიკა
პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა სრული პროფესორი გიორგი იაშვილი
1926წ-ს, როდესაც თსსა-ში არსებობდა მხოლოდ ფერწერის, ქანდაკების და გრაფიკის კათედრები, ქანდაკების ტერაკოტაში შესასრულებლად ჩამოყალიბდა კერამიკის სახელოსნო, რომლის ბაზაზეც დაფუძნდა დეკო რატიული ხელოვნების პირველი კათედრა – კერამიკის კათედრა. 1958წ. კათედრასთან გაიხსნა სასწავლო-ექსპერიმენტული სახელოსნო. აქვე შემუშავდა და შეიქმნა პირველი შავკრიალა კერამიკის ნიმუშები, რაც სულ მალე იქცა ქართული ეროვნული კერამიკის სახედ. 2005 წლიდან კი მხატვრული კერამიკის მიმართულება ისევ დამოუკიდებელ სპეციალობად არსებობს. თსსა-ში მხატვრული კერამიკის მიმართულების წარმმართველი ორიენტირებია: ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზი – როგორც მხატვრულ აზროვნებაში, ასევე ტექნოლოგიაში; ესთეტური, ფუნქციური კატეგორიების მუდმივი და მარადგანახლებადი გამომსახველობითი ფორმების შესწავლა-დაუფლება; მაღალპროფესიული დიზაინერების, მხატვარ-კერამიკოსების მომზადება.









