Get Adobe Flash player
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
 
აბიტურიენტთა საყურადღებოდ
 
დებულება

 ხელოვნების ისტორია და თეორია

მიმართულების ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ანა კლდიაშვილი

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა:

  • ხელოვნების ისტორია და თეორია

პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა სრული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ანა კლდიაშვილი

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები:

  • შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ისტორია

პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა სრული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი დიმიტრი თუმანიშვილი

  • თანამედროვე კულტურის ფილოსოფია და ვიზუალურ ნიშანთა სისტემები

პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი ლელა იაკობაშვილი ფირალიშვილი

  • ახალი და უახლესი ქართული ხელოვნების ისტორია

პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა სრული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნინო ღაღანიძე

  • კულტუროლოგიური ხელოვნებათმცოდნეობა

პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათ- მცოდნეობის დოქტორი ლიანა ანთელავა

დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამები:

  • შუა საუკუნეების ქართული ხელოვნება.

პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა სრული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი დიმიტრი თუმანიშვილი

  • ახალი და უახლესი ქართული ხელოვნება

პროგრამის ხელმძღვანელები: თსსა სრული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნინო ღაღანიძე;  თსსა ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სამსონ ლეჟავა.

  • კულტუროლოგიური ხელოვნებათმცოდნეობა

პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათ- მცოდნეობის დოქტორი ლიანა ანთელავა

  • ინფორმაციული კულტურის ფილოსოფია

პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი ლელა იაკობაშვილი ფირალიშვილი.

1967 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაარსდა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრა, რომლის ხელმძღვანელიც წლების განმავლობაში იყო პროფე- სორი ლევან რჩეულიშვილი. დაარსებიდანვე ფაკულ- ტეტს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოში ქართული ხელოვნების კვლევის წამყვან ცენტრთან – გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტთან, რომლის წამყვანი მეცნიერები (ვახტანგ ბერიძე, გაიანე ალიბეგაშვილი, ნათელა ალადაშვილი, მერი კარბე- ლაშვილი, კიტი მაჩაბელი, ნოდარ ჯამბერიძე, ლეილა ხუსკივაძე, იუზა ხუსკივაძე და სხვ.) წლების განმავლო- ბაში ასწავლიდნენ და დღესაც ასწავლიან ამ ფაკულტეტის სტუდენტებს. თავის მხრივ, აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმაც შეავსეს ინსტიტუტის თანამშრომელთა რიგები და დღეს ამ სფეროს წამყვანი სპეციალისტები არიან.  თსსა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულებისა და გ. ჩუბი- ნაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მრავალწლიანმა თანამშრომ- ლობამ ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა დარგის  განვითა- რებისათვის. დღეს თსსა-ს ინსტიტუტთან (ამჟამად გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი) გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც კვლავ გრძელ- დება ტრადიციული თანამშრომლობა. ფაკულტეტი, თითქმის 45 წელია, ამზადებს ქართული ხელოვნების მკვლევარებს, რომლებსაც საერთაშორისო არენაზე აღიარება აქვთ მოპოვებული.

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • დიმიტრი თუმანიშვილი