რესტავრაცია მიმართულება
მიმართულების ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ნანა კუპრაშვილი
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები :
- არქიტექტურის რესტავრაცია
პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა სრული პროფესორი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა კუპრაშვილი
- სახვითი ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაცია-კონსერვაცია
პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა სრული პროფესორი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა კუპრაშვილი
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები :
- არქიტექტურის რესტავრაცია
პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ირინე ელიზბარაშვილი
- სახვითი ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაცია-რესტავრაცია (დაზგური ფერწერის და ხატების კონსერვაცია-რესტავრაცია)
პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა სრული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა კუპრაშვილი
- მცირე ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაცია- რესტავრაცია (არქეოლოგიური ლითონი, მინა, კერამიკა)
პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა სრული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა კუპრაშვილი
- მონუმენტური სახვითი ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაცია.
პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა სრული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა კუპრაშვილი
დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამა
- კონსერვაცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
ხელმძღვანელი: თსსა სრული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ნანა კუპრაშვილი
საქართველოში, რესტავრა- ციის სფეროში არსებულ ერთადერთ უმაღლეს სასწავლო დაწესებულე- ბაში – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში – 1966 წლიდან სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ფაკულტე- ტებზე მხოლოდ განხრად არსებობდა რესტავრაციის მიმართულება. 2004 წლის სექტემბერში ეს განხრა გაუქმდა და დამოუკიდე- ბელი ფაკულტეტი შეიქმნა, ხოლო 2005 წელს რესტავ- რაციის ფაკულტეტი და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულება გაერთიანდა და რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიის და თეორიის ფაკულტეტად ჩამოყალიბ- და. ფაკულტეტის ჩამოყალიბების შემდგომ არსებითად შეიცვალა არქიტექტურისა და ფერწერის კონსერვაციარესტავრაციის სწავლების პრინციპები, შეიქმნა საქართველოში მანმადე არარსებული ლითონის, მინისა და კერამიკის კონსერვაცია-რესტავრაციის მიმართულე- ბები. კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებისადმი, საქართველოსთვის სრულიად ახლებური, კომპლექსური მიდგომის დანერგვას განაპირობებს ფაკულტეტზე კონსერვაცია-რესტავრაციის და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულებათა თანაარსებობა ფაკულტეტის სასწავლო პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშის სახელოვნებათმცოდნეო-საისტორიო, ტექნოლოგიურ, დიაგნოსტიკურ კვლევას, ისევე როგორც – ორიგინალური და საკონსერვაციო მასალების შესწავლას, პრევენციულ ღონისძიებებს, კონსერვაციის თეორიის, ფილოსოფიისა და საკანონ- მდებლო საფუძვლებს, პროფესიულ ეთიკას.










