ინტერიერის დიზაინი
მიმართულების ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ლაშა ჩლაიძე
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა:
- ინტერიერის დიზაინი
პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა ასოცირებული პროფესორი ლაშა ჩლაიძე
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა:
- ინტერიერის დიზაინი
პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა ასოცირებული პროფესორი ლაშა ჩლაიძე.
გარემო პირობებისაგან დაცული შიდა სივრცის ორგანიზება არის ის მთავარი მიზანი, რისთვისაც ნაგებობა შენდება; მისი აგების პრინციპი კი განსაზღვრავს ინტერიერის ფორმირების ამოცანას. ინტერიერის დიზაინის პროექტირების მეთოდიკა ლოგიკური შემოქმედებითი პროცესის შედეგიდან გამომდინარეობს. შექმნა თანამედროვე ინტერიერი, ნიშნავს, ერთდროულად პასუხი გასცე რიგ მოთხოვნებს, რაც ორგანულად ითავსებს ამოცანათა მთელ კომპლექსს ფუნქციურს, მოცულობით სივრცობრივს, საინჟინრო-ტექნიკურსა და მხატვრულ-ესთეტიკურს. მიმართულება მიზნად ისახავს, შეასწავლოს სტუდენტებს შიდა სივრცის პროექტირების კომპოზიციური ხერხები, რომლის მეთოდოლოგია და ძირითადი დებულებები ჩამოყალიბებულია მეცნიერულად დასაბუთე- ბული მოთხოვნების და ტექნიკურ-ეკონომიკური შესაძლებლობების მიხედვით. იგი ითვალის- წინებს სტუდენტთა ოპტიმალურ, მიზნობრივ მომზადებას და პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.






