ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკის ელექტრო- ნული კატალოგი
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბიბ- ლიოთეკა დაარსებულ იქნა 1924 წელს, ორი წლის შემ- დეგ საქართველოს (ამჟამად თბილისის) სამხატვრო აკადემიის გახსნის შემდეგ. მისი დაარსების ინიციატორი გახლდა აკადემიის პირველი რექტორი ცნობი- ლი ხელოვნებათმცოდნე გიორგი ჩუბინაშვილი.
აკადემიის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის საფუძვე- ლი გახდა არშაკუნის ყოფ. სასახლეში თავის დროზე განთავსებული კავკასიის ნატიფი საზოგადოების ბიბლიოთეკა აქ დაცული შესანიშნავი უვრაჟებითა და ფოლიანტებით. შემდგომში მას დაემატა გამოცემები აკადე- მიის პედაგოგთა გიგო გაბაშვილის, 1937 წელს რეპრესირებული პროფესორ ჰენრიკ ჰრინევსკის პირადი ბიბლიოთეკებიდან. ზოგიერთ წიგნს ამშვენებს ჰენრი ჰრინევსკის, ელენე ახლედიანის და სხვა მხატვართა ავტოგრაფები და ექსლიბრისები.
30-იან წლებში ბიბლიო- თეკარები არ შეუშინდნენ სხვა უმაღლესი სასწავლე- ბლების მსგავსად აკადე- მიაში სპეციალურად შექ- მნილ წიგნადი ფონდის სწორი იდეური კომპლექ- ტაციის განმსაზღვრელ, “მავნე” ლიტერატურის ლიკვიდაციის გადაწყვე- ტილების მიმღებ კომისიას, და გადაარჩინეს ჰ.ჰრინევ- სკის, სხვა “არასაჭირო“ მფლობელთა, ავტორთა წიგნები.
ბიბლიოთეკამ ბევრჯერ შეიცვალა ადგილმდება- რეობა, განთავსებული იყო სააქტო და სარკეებიან დარბაზებში, ამჟამინდელ რექტორის კაბინეტში. ახლა იგი განთავსებულია ახალი კორპუსის I სართულზე.
დღეს აკადემიის ბიბლიო- თეკაში დაცულია 35 ათას წიგნზე მეტი უნიკალური ალბომები მსოფლიოს სხვა- დასხვა ქვეყნის, ეპოქის მხატვრობაზე, მიმართულებებზე, სახვი- თი და გამოყენებით ხე- ლოვნების, დიზაინის სხვა- დასხვა სფეროს, არქიტექ- ტურის შესახებ, აგრეთვე მხატვრული და სპეციალუ- რი საცნობარო ლიტერა- ტურა მსოფლიოს მრავალ ენაზე (ქართული ინგლი- სური, ფრანგული, გერმა- ნული, რუსული, ჩინური, სპარსული და სხვა) წიგნე- ბის გარდა ბიბლიოთეკაში დაცულია სხვადასხვა დოკუმენტები.
უცხოურ და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება საინტერესო საგანმანათლებლო პროექტები, გამოფენა-კონკურსები, ლექციები და შეხვედრები ავტორებთან.
ბიბლიოთეკა ეხმარება ორგანიზაციებს, კერძო პირს, მხატვრებს, მკვლევარებს საქართველოდან და უცხოეთიდან, ელექტრონულ და ბეჭდურ მედიას, ინფორმაციის მოპოვებასა და ვიზუალური მასალით უზრუნველყოფაში, კონსულტაციებით.
აკადემიის სტუდენტებისა და თანამშრომლების გარდა ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლიათ სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსაც, ყველა დაინტერესებულ პირს.
მუშაობის საათები ორშაბათი – შაბათი 9.30.წთ.-.5.50 წთ.





