აპ. ქუთათელძის სახელობის თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა არის ორგანო, რომელიც ზრუნავს სტუდენტთა გართობასა და მათი უფლებების დაცვაზე. სტუდენტური თვით- მმართველობის საყოველ- თაო და თანასწორუფლე- ბიანი არჩევნები ჩატარდა 2010 წლის 6 დეკემბერს, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა 45 დელეგატიანი მმართველი გუნდი. არჩევნების შემდგომ სტუდენტური თვითმმართველობა ზრუ- ნავს სტუდენტებზე და ატარებს სხვადასხვა სახის, გასართობ-შემეცნებით ღონისძიებს.
ა/წ მარტი-აპრილში სამ- ხატვრო აკადემიის სტუდენტებს შორის ჩატარდა შიდა ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?”. თამაშში მონა- წილეობა მიიღო 11-მა გუნდმა. გამარჯვებულ სამ გუნდს გადაეცა საპრიზო თასები და დიპლომები, პირველი ადგილის მფლობელი გუნდი კი ამასთანავე დასაჩუქრდა წიგნის ვაუჩერებით.
28 მაისს სტუდენტურმა თვითმმართველობამ ჩაატარა აკადემიასთან არსებულ ვაჟთა ვოკალურ ანსამბლ “მოძახილის” საპრეზენტაციო კონცერტი.
18-22 მაისის ჩათვლით სტუდენტური თვით- მმართველობის ორგანი- ზებით სამხატვრო აკადემია ჩაერთო სპორტისა და ახალგაზრდობის სამინის- ტროს პროექტში “სტუდენ- ტური დღეები”, ასევე “უნივერსიადა-2011-სა” და “უნიბურთი-2011-ში”.
21-22-28-29 მაისს სტუდენტურმა თვითმმართველობამ ჩაატარა ექსკურსიები დავით-გარეჯში. სტუდენ- ტური თვითმმრთველობა აქტიურად ერთვება სხვა- დასხვა ორგანიზაციების, უნივერსიტეტებისა და სამინისტროების პროექტებში და ხელს უწყობს მათ განხორ- ციელებას სამხატვრო აკადემიაში.







