მუზეუმი
1928 წელს სამხატვრო აკა- დემიის რექტორის, ცნო- ბილი კრიტიკოსის და ხელოვნებათმცოდნის, ალექსანდრე დუდუჩავას თაოსნობით, აკადემიის სტუდენტთა და ასპირანტ-სტაჟიორთა საუკეთესო ნამუშევრების ფონდი შეიქმნა. საფონდო კოლექ- ციები გაამდიდრა საქარ- თველოს სამხატვრო აკა- დემიის (იმჟამინდელი სახელწოდება) პროფესორ-მასწავლებელთა და მათ საკუთრებაში არსებული სხვა გამოჩენილი მხატვრე- ბის ტილოებმა. ეს გახლავთ დროთა განმავლობაში ხელოვნების სხვადასხვა დარგის (მეთუნეობა, თექა, ჭედურობა, ტიხრული მი- ნანქარი და სხვ.) ნამუშევ- რები, დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები.
1990-იან წლების ფონდის ბაზაზე შეიქმნა მუზეუმი, რომელიც განთავსდა სამ- ხატვრო აკადემიის ისტო- რიული შენობის მეორე სართულზე, გვიანირანუ- ლი მხატვრული სტილით მორთულ დარბაზებში (სა- ზოგადოებისათვის “სარკე- ებიანი დარბაზების” სახე- ლით ცნობილი).
მუზეუმის ფონდებში დღე- ისთვის დაცულია ხელოვ- ნების სხვადასხვა დარგის მხატვართა 1000-ზე მეტი ნამუშევარი; სახელდობრ გ./გაბაშვილის ისეთი მნიშვნელოვანი ტილოები, როგორიცაა: “ხევსურთ ღრეობა“, “ხევსურები სადა- რაჯოზე“, “სამი გენერალი“, “სამარყანდის ბაზარი” (ნა- მუშევრები დროებით ინა- ხება “თიბისი ბანკის” სათა- ვო შენობაში); ე./ახვლედი- ანის “თელავის კუთხე”; ა./ციმაკურიძის “ბოტანი- კური ბაღი“; მოსე თოიძის “მარიამ დედოფალი“, “მხა- ტვრის სახელოსნოში”; კ./ზდანევიჩის “ნატურმორ- ტი”; თ. ბალანჩივაძის “კაცი თეთრი ჩალმით” და სხვ.
ფონდსაცავის მნიშვნელო- ვან კოლექციებს ქმნიან XX საუკუნის 20-50-იანი წლე- ბის სტუდენტების, შემდ- გომში აღიარებული მხა- ტვრების: ბ. ტირაცოვის, კ./სანაძის, ე. ამბოკაძის, დ./ხახუტაშვილის, კ./მახა- რაძის, ლ./ბაიახჩიევის, გ./თოთიბაძის, ლ./ცუცქი- რიძის, ო./მიშინის და სხვათა საკურსო და სადიპ- ლომო ნამუშევრები.
სამხატვრო აკადემიის დაარსებისთანავე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმარ- თულებათ იქცა მეთუნეო- ბის სხვადასხვა დარგი. შესაბამისად, სამუზეუმო ფონდები დროთა განმავ- ლობაში გამდიდრდა თიხისა და ფაიფურისგან დამზადებული შესანიშნავი ნამუშევრებით (ავტორები: ზ./მაისურაძე, ა./ფიცხე- ლაური, რ./იაშვილი, ა./კა- კაბაძე, ნ./ბოტკოველი, ო./მუხიგული და სხვები).
თბილისის სამხატვრო აკა- დემიის ისტორიული შენო- ბის სარესტავრაციო პროექტის ფარგლებში 2009 წლიდან ამოქმედდა სამუ- ზეუმო საფონდო კოლექ- ციების რეაბილიტაციის პროგრამა. სრულად გა- ნახლდა და აღიჭურვა საექსპოზიციო დარბაზი; მოეწყო რეტროსპექტიული გამოფენები “თიბისი ბან- კის” ცენტრალური ფილი- ალის დარბაზში (“ძველი ოსტატები”,2009 წ.), აკადე- მიის განახლებულ დარბა- ზში (ექო არქივიდან 2010წ.).
პროგრამის უმნიშვნელოვა- ნესი მიმართულებაა სამუ- ზეუმო კოლექციების პას- პორტიზაცია და ილუს- ტრირებული კატალოგის ელექტრონული და ბეჭ- დური ვერსიების შექმნა.










