თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩატარებული პედაგოგთა კონკურსის შედეგები…
რექტორის ბრძანება – სწავლის საფასურის გადახდა…
გამოფენა – პორტრეტები აკადემიის ფონდიდან…
გამოფენები თბილისის სამხატვრო აკადემიაში – 1 მარტი, 2013 წელი…
1 მარტს, 19:00 საათზე, სამხატრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში (გრიბოედოვის ქ.22) გრანდიოზული გამოფენა გაიმართება – პორტრეტები აკადემიის ფონდიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე შესრულებული, უნიკალური ნამუშევრები, (გიგო გაბაშვილი, ლონგო, მოსე თოიძე, აპოლონ ქუთათელაძე, ქეთო მაღალაშვილი, ბოახჩევი, მიტო ხახუტაშვილი, კოკი მახარაძე და მრავალი სხვა…) საღამოს მუსიკალურად გააფორმებს კვარტეტი “თბილისი”.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აცხადებს კონკურსს სამხატვრო აკადემიის ლოგოს შესაქმნელად…
ბრძანება – გარე მობილობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაციისა და გამოცდების შესახებ…
(ა)აიპ აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია…
ა(ა)იპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი…
ა(ა)იპ – აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემის აცხადებს კონკურსს:
დიზაინის ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების სრული პროფესორის (1ს/ე) ვაკანტურ თანამდებობაზე…
შიდა მობილობის მსურველთა სტუდენტთა რეგისტრაციის და გამოცდების ვადების შესახებ
==================================
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის განცხადება.
18 დეკემბერს, 15:00 საათზე აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში, შედგება მხატვარ გივი თოიძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება. გთხოვთ მობრძანდეთ!
პროექტის Reverse Brain Drain ფარგლებში 26-30 ნოემბერს აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში სოფიო ტაბატაძე ჩაატარებს ვორქშოფს სახელწოდებით “მხატვრის განაცხადი”
30 ნოემბერს ასევე აკადემიაში ჩატარდება საჯარო ლექცის “ევროპა თავში ამივარდა”.
ინფორმაციას ვორქშოპისა და ლექციის ჩატარების დროის შესახებ მოგაწვდით დამატებითად. იხილეთ ბმული: rebraindrain.wordpress.com
სიმპოზიუმი და გამოფენა, თბილისი, საქართველო
გამოფენის გახსნა შაბათს, 24 ნოემბერს, 17:00 სთ-ზე
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
საგამოფენო დარბაზი (ძველი შენობა) …
სამეცნიერო კონფერენცია ,,ფიროსმანი – 150”
საიუბილეო თარიღს ეძღვნება სამეცნიერო კონფერენცია ,,ფიროსმანი – 150” …
გოეთეს ინსტიტუტი და თბილისის სამხატვრო აკადემია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასადა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთანერთადწარმოგიდგენთპროექტს Reverse Brain Drain. ინფორმაციაპროექტისშესახებიხილეთბმულზე…
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
პრეზენტაციას წარმოადგენს მოდის ისტორიკოსი კენდალ-მარტინ რობინსი …
Tara McDowell-ის (University of California , Berkeley) ვორქშოფი და ლექციები თსს აკადემიაში:
22 ოქტომბერს, 13.00-15.00 სთ-ე, სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში ბრიტანული მოდის მსოფლიოში ცნობილი წარმომადგენლის პიტერ ჯენსენის ბიზნეს პარტნიორი ჟერარ უილსონი დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარებს საჯარო ლექციას. ჟერარ უილსონი ისაუბრებს მოდის,როგორც ინდუსტრიის სფეროს,პერსპექტივებზე და პრობლემებზე.
22-29 ოქტომბერს, ერთი კვირით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტს ეწვევა ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, კურატორი, მწერალი და გამომცემელი გავინ მორისონი, რომელიც განახორციელებს პროექტს XX საუკუნის ცნობილი მოდერნისტი არქიტექტორის ბერტოლდ ლუბერტკინის შესახებ. ბერტოლდ ლუბერტკინი დაიბადა და გაიზარდა თბილისში. პროექტი მოიცავს ლექციებს ბერტოლდ ლუბერტკინზე და მისი ნამუშევრების გამოფენას.
29 ოქტომბერს, 15.00 საათზე, რესტავრაციის/ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის ამერიკულ კაბინეტში გერმანელი არტ კრიტიკოსი მიხაელ ჰაუფენი ჩაატარებს ვორქშოფს სტუდენტებისთვის. დასწრება თავისუფალია.
20 ოქტომბერს 18.00 საათზე სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თბილისის პირველი საერთაშორისო ტრიენალე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე. იხილეთ PDF ფაილი …
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს აკადემიის ადმინისტრაციულ კორპუსში, გრიბოედოვის ქ. # 22
თსსა აცხადებს 2012-13 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის დამატებითი მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტურ ადგილებს. დაინტერესებულმა სტუდენტებმა 24 სექტემბრისთვის უნდა წარმოადგინონ თსსა სასწავლო დეპარტამენტში პირადი საქმე და განცხადება. 25%-ული შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება 25 სექტემბრის 11 სთ-ზე.
პედაგოგთა საყურადღებოდ!
ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება გაგრძელებულია 25 სექტემბრის 18.00 საათამდე.
პირველკურსელთა საყურადღებოდ!
თსსა სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტარაცია – 2012
2012-2013 წლის სამაგისტრო პროგრამები ფაკულტეტების მიხედვით:
განცხადების ნიმუში და სილაბუსის ნიმუში
წლის საუკეთესო მულტიმედიური პროექტი
———————————-
შიდა და გარე მობილობის რეგისტრაციის ვადები
- შიდა მობილობის რეგისტრაცია – 2012 წლის 18 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.
- გამოცდები – 2012 წლის 13-16 აგვისტო.
- გარე მობილობის მსურველებმა განცხადებით უნდა მომართონ თსსა ადმინისტრაციას და წარმოადგინონ პირადი საქმე 1-დან 5 სექტემბრის ჩათვლით.
- ფაკულტეტებზე შესაბამისობის დადგენა – 6 სექტემბერი.
- მისაღები გამოცდები – 10-12 სექტემბერი.
- გამოცდების შედეგების გამოქვეყნება და რექტორის ბრძანების პროექტის წარდგენა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის – 2012 წლის 13 სექტემბერი.
მოსამართლის ოქროს ჩაქუჩი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა ყოველწლიური კონკურსი „მოსამართლის ოქროს ჩაქუჩი“.
კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს საერთო სასამართლოების მუშაობის გაშუქების შეფასებას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი მიმართულების სტუდენტებსა და მედიისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე პირებს.
ჯილდო გადაეცემა საუკეთესო ნამუშევრებს ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში:
1. ბეჭდური მედია;
2. სამაუწყებლო მედია;
3. რადიო;
4. ბლოგი;
5. პლასტიკური ან საშემსრულებლო ხელოვნება.
საკონკურსო ნაშრომების შეფასების მიზნით შეიქმნა ჟიური, რომლის შემადგენლობაში არიან: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (კონკურსის კომიტეტის თავმჯდომარე), ერთი მოსამართლე, ერთი ადვოკატი, ერთი მედიის სპეციალისტი, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ერთი თანამშრომელი და ხელოვნებისა და მწერლობის თითო–თითო წარმომადგენელი.
ჟიური გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინებს ნაწერის ან ვიდეო/აუდიო მასალის ხარისხს; მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხის ანალიზს; კონკრეტული თემის სიახლეს და მნიშვნელობას.
კონკურსის მონაწილეებმა განცხადების შემოტანისას ქვემოთ მოცემული 10 შეკითხვით უნდა იხელმძღვანელონ. აღნიშნული შეკითხვები, სხვადასხვა კუთხით თანაბრად შეიძლება დაუკავშირდეს მედიისა და ხელოვნების ნაშრომებს. გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ აღნიშნულ უმეტეს მოთხოვნილებებს.
იყო თუ არა საკონკურსო მასალა იმ მოცულობის რომ მთლიანად მოეცვა შესასწავლი თემა?
შეიცავდა თუ არა ნაშრომი რამდენიმე განსხვავებულ აზრს კომპლექსური საკითხის ასახსნელად?
იყო თუ არა საკმარისი წყაროები განხილული სრულყოფილი და მრავალმხრივი მტკიცებულების მოსაყვანად და შესწავლილი საკითხის გასამყარებლად?
იყო თუ არა საკითხი საკმარისად მნიშვნელოვანი ან სიახლის მატარებელი და მისი განხილვა რამდენად უფრო ფართო და ღრმა იყო წინა და მიმდინარე დაკავშირებულ თემებთან შედარებით?
იყო თუ არა ნაშრომში ციტირებული შესაბამისი საექსპერტო წყაროები?
გამოიყენა თუ არა ავტორმა სტატისტიკური ანალიზი თავისი ნაშრომის გასამყარებლად?
იყო თუ არა ავტორის მიერ შესწავლილი რეკომენდაციები სიტუაციის გამოსწორების, განსახორციელებელი აქტივობები და რეფორმები?
არის თუ არა დემონსტრირებული ნაშრომით რომ ავტორმა გამოიჩინა ძალისხმევა რომ აღეწერა მართლმსაჯულების ან მისი მონაწილე სუბიექტების როლები სტატიაში/სიუჟეტში/პროდუქტში?
წარმოადგენენ თუ არა კონკურსში მონაწილემ იმის მტკიცებულება რომ მისი ნაშრომი ფართო აუდიენციისათვის იყო ხელმისაწვდომი?
ნაშრომის ხარისხი იყო თუ არა უმაღლეს პროფესიულ დონეზე შესრულებული?
საკონკურსო ნაშრომებს თან უნდა ახლდეს მოტივაციის წერილი და გამოგზავნილ იქნას არაუგვიანეს 2012 წლის 28 სექტემბრის 17 საათისა, შემდეგ ელ. ფოსტაზე: n.metreveli@hcoj.gov.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ნათია მეტრეველს – 577-722556.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან დეკემბერში, ყოველწლიურ ოქროს ჩაქუჩის დაჯილდოების ცერემონიაზე. მათ გადაეცემათ სერტიფიკატი, ჯილდო ”მოსამართლის ოქროს ჩაქუჩი” და პრიზი.
ა(ა)იპ „თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია“ აცხადებსს კონკურსს პროფესიული პროგრამების მასწავლებელთათვის (პოფესიული განათლების I-III საფეხური) 2012-13 სასწავლო წლიდან.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- პირადი განცხადება;
- CV;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ოთხი ფოტოსურათი (3/4);
- შესაბამისი განათლების (უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაცია), სამუშაო სტაჟის (შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება), კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების დედანი და ასლი;
- პორთფოლიო – მხატვრულ ნამუშევართა ალბომი ან სხვა სახის ვიზუალური მასალა ან/და ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, დასახელებულ დარგში მაქსიმალურად წარმოაჩენს მის პროფესიულ შესაძლებლობებს;
- საგნის სილაბუსი.
შრომითი ხელშეკრულება კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებთან გაფორმდება შესაბამისი პროფესიული პროგრამის აკრედიტაციისა და სასწავლო ჯგუფის ფორმირების შემდეგ.
შენიშვნა:
განცხადებისა და სილაბუსის ნიმუში იხილეთ სამხატვრო აკადემიის ვებ-გვერდზე www.art.edu.ge
პროფესიული განათლების პროგრამების და შესაბამისი საგნების ჩამონათვალი :
- 1. თექის ხელოსანი – ერთსაფეხურიანი, III safexuri
ა. სასწავლო პრაქტიკა – თექა;
ბ. მასალათმცოდნეობა.
- 2. მემინანქრე – ერთსაფეხურიანი, III safexuri
ა. სასწავლო პრაქტიკა – მინანქარი;
ბ.მასალათმცოდნეობა.
- 3. ჭედურობის ოსტატი – სამსაფეხურიანი
I – საფ. ა) სასწავლო პრაქტიკა – ჭედურობა;
ბ) მასალათმცოდნეობა.
II – საფ. ა) სასწავლო პრაქტიკა – ჭედურობა;
ბ) მასალათმცოდნეობა.
III- საფ. ა) სასწავლო პრაქტიკა – ჭედურობა;
ბ) მასალათმცოდნეობა.
- 4. დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების ოსტატი, სამსაფეხურიანი
I – საფ. ჯეჯიმი ა) სასწავლო პრაქტიკა
ბ) მასალათმცოდნეობა
II- საფ. ხალიჩა ა) სასწავლო პრაქტიკა
ბ) მასალათმცოდნეობა
III- საფ. გობელენი. ა) სასწავლო პრაქტიკა
ბ) მასალათმცოდნეობა
- 5. ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი, სამსაფეხურიანი
I – საფ. ა) ხის მხატვრული დამუშავების ტექნოლოგია
ბ) მასალაში მუშაობა
II- საფ. ა)ხის მხატვრული დამუშავების ტექნოლოგია
ბ) მასალაში მუშაობა
III- საფ. ა)ხის მხატვრული დამუშავების ტექნოლოგია
ბ) მასალაში მუშაობა
გ) კონსტრუირება
- 6. სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, სამსაფეხურიანი
I – საფ. ა)მასალაში მუშაობა
ბ) საწარმოო სწავლება
გ) ტექნოლოგია
II- საფ. ა)მასალაში მუშაობა
ბ) საწარმოო სწავლება
გ) ტექნოლოგი
III- საფ. ა) მასალაში მუშაოიბა
ბ) საწარმოო სწავლება
გ) ტექნოლოგია
დ) მასალათმცოდნეობა
- 7. კერამიკული ნაწარმის სპეციალისტი, სამსაფეხურიანი
I – საფ. ა)ქიმია
ბ) ფიზიკა
გ) ხელოვნების ისტორია (სკოლის დონე)
დ) საწარმოო სწავლება
II- საფ. ა) ქიმია
ბ) ფიზიკა
გ) ხელოვნების ისტორია (სკოლის დონე)
დ) საწარმოო სწავლება
III- საფ. ა) ტექნოლოგია
ბ) კონსტრუირება
გ) ხელოვნების ისტორია (სკოლის დონე)
დ) საწარმოო სწავლება
- 8. მძერწავი (არქიტექტურული დეტალების) ერთსაფეხურიანი, III საფეხური
ა) პრაქტიკა (ძერწვა)
ბ) მასალათმცოდნეობა.
კანდიდატებმა კონვერტში დალუქული განაცხადები უნდა წარმოადგინონ თსსა კანცელარიაში 2012 წლის 23 ივნისიდან 30 ივნისამდე. კონკურსი გაიმართება 2012 წლის 2 აგვისტოს.
იხილეთ დაწვრილებით, კურსის აღწერა (სილაბუსი) …
თსსა აბიტურიენტების საყურადღებოდ!
თსსა აბიტურიენტების რეგისტრაცია იწარმოებს 2012 წლის 2 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით ონლაინ რეჟიმში აკადემიის ვებგვერდზე, რომლის მისამართია: artacademy.edu.ge
14 ივნისს ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება გამოცდებში აბიტურიენტების მონაწილეობის გრაფიკი.
აბიტურიენტი ვალდებულია რეგისტრაციამდე გადაიხადოს შემოქმედებითი კონკურსის საფასური 20 ლარი. რეგისტრაციის გავლის შემდეგ თსსა საგამოცდო ოფისი შეამოწმებს შემოქმედებითი კონკურსის საფასურის გადახდის ფაქტს და ელქტრონული ფოსტის მეშვეობით გააფრთხილებს მათ, ვისაც საფასური არ ექნება გადახდილი. აბიტურიენტები არ დაიშვებიან შემოქმედებით კონკურსზე თანხის გადაუხდელობის გამო.
გთხოვთ, თანხის გადახდისას დანიშნულების ველში მიუთითოთ:
გამოცდის საფასური
აბიტურიენტის სახელი და გვარი
პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქეებისათვის ) ან პასპორტის ნომერი(საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის)
თანხის გადახდა უნდა მოხდეს შემდეგ რეკვიზიტებზე:
თი ბი სი ბანკი
TBC BANK
ლარის ანგარიშის რეკვიზიტები
ს.ს. ”თიბისი ბანკი”
საბანკო კოდი – TBCBGE 22
მიმღების დასახელება – ა(ა)იპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
ანგარიშსწორების ანგარიში – GE 84 TB49 8063 4080 1000 01
აბიტურიენტი ვალდებულია შემოქმედებით კონკურსზე დასაშვებად თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის გასავლელად უნდა შეიყვანოთ აბიტურიენტის პირადი მონაცემები:
სახელი და გვარი
(გთხოვთ, მიუთითოთ ოფიციალური სახელი და გვარი)
პირადი ნომერი
მისამართი
ტელეფონი
ელექტრონული ფოსტა
შემოქმედებითი კონკურსი (მისაღები გამოცდა ხატვაში) ჩატარდება სამ ნაკადად – 16, 17 და 18 ივნისს. 20 ივნისს მოხდება სააპელაციო განცხადებების განხილვა. 21 ივნისს გამოქვეყნდება შემოქმედებითი კონკურსის საბოლოო შედეგები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით. შემოქმედებითი კონკურსის საბოლოო შედეგები გადაიგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
აბიტურიენტი ვალდებულია შემოქმედებით კონკურსზე დასაშვებად თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის დაწყებამდე თსსა ვებგვერდზე გამოქვეყნდება შემოქმედებითი კონკურსის დებულება, რომელშიც დეტალურად არის აღნიშნული ის, თუ რისი შეტანის უფლება აქვს აბიტურიენტს გამოცდაზე და საკონკურსო მოცემულობის შეფასების კრიტერიუმები.
17-21 აპრილი, 2012
დიზაინის ფაკულტეტის ბოლო წლების საუკეთესო საკურსო და სადიპლომო ნამუშევრების კომპლექსური გამოფენა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაარსებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში
აბიტურიენტთა საყურადღებოდ!
11 აპრილს ყველას გეპატიჟებით ღია კარის დღეზე!
აბიტურიენტები მიიღებენ დაწვრილებით ინფორ – მაციას ყველა ფაკულტეტის შესახებ, ასევე მიიღებენ კითხვებზე პასუხს უშუალოდ ფაკულტეტების წარმომადგენლებისგან. დასაწყისი: 14:00სთ., დიდი საგამოფენო დარბაზი.
9-20 აპრილი, 2012
ისტორიისა და ხელოვნების ევროპული ფორუმი 2012, Liège, ბელგია.
მონაწილეთა სია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან: პროფესორი დავით ალექსიძე, მაგისტრანტები – ნუკა მეგრელიშვილი, ანდრია დოლიძე, თორნიკე დადიანი. იხ. ვრცლად ფორუმის კონცეფციის შესახე. .
29 მარტი – 7 აპრილი, 2012
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების მაგისტრატურის II კურსის პროექტი – 2X2. პედაგოგები: სოფიო ჩერქეზიშვილი, როკო ირემაშვილი. გამოფენის გახსნა და პროექტის “12 დღე” კატალოგის პრეზენტაცია დიდ საგამოფენო დარბაზში, 16სთ-ზე. იხ.ბმული
26-27 მარტი, 2012
პარსონსის დიზაინის ახალი სკოლის (აშშ) ვიზუალური კულტურის პროფესორი, თანამედროვე ხელოვნების ისტორიკოსი ლიდია მათეუსი სამხატვრო აკადემიაში ჩაატარებს ლექციასა და უორქშოფს თემაზე – კურატორობა, როგორც სოციალური პრაქტიკა. იხ.ვრცლად
აბიტურიენტთა საყურადღებოდ!
სამხატვრო აკადემიაში ამოქმედდა ცხელი ხაზი – 293 68 89. აკადემიაში რეგისტრაციასთან, შემოქმედებით კონკურსთან, კონკურსის გადასახადთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ მიიღოთ ამ ხაზის მეშვეობით.
გაცნობებთ, რომ შემოქმედებითი კონკურსის გადასახადი – 20 ლარი – უნდა შეიტანოთ აკადემიის საბანკო ანგარიშზე უშუალოდ აკადემიაში რეგისტრაციის წინ. რეგისტრაციის თარიღი და საბანკო ანგარიშის ნომერი გამოცხადდება აკადემიის საიტზე მოგვიანებით.
აბიტურიენტთა საყურადღებოდ!
20 მარტს ყველას გეპატიჟებით ღია კარის დღეზე!
აბიტურიენტები მიიღებენ დაწვრილებით ინფორ – მაციას ყველა ფაკულტეტის შესახებ, ასევე მიიღებენ კითხვებზე პასუხს უშუალოდ ფაკულტეტების წარმომადგენლებისგან. დასაწყისი: 15:00სთ., დიდი საგამოფენო დარბაზი.
19-27 მარტი, 2012
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების მაგისტრატურის I კურსის პროექტი – ტრასფორმაცია. პედაგოგები: ანა მგალობლიშვილი, ქრისტინე კაკაბაძე. გამოფენის გახსნა დიდ საგამოფენო დარბაზში 19სთ-ზე. იხ.ბმული
6 მარტი, 2012
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკდემიას სტატუსი შეეცვალა - საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის ნაცვლად მიენიჭა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი. რეოგანიზაციის პერიოდში სასწავლებელს უხელმძღვანელებს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირინე პოპიაშვილი. იხ.ბმული
28 თებერვალი, 2012
აბიტურიენტების საყურადღებოდ!
გეპატიჟებით ღია კარის დღეზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში!
აბიტურიენტები მიიღებენ დაწვრილებით ინფორ – მაციას ყველა ფაკულტეტის შესახებ, ასევე მიიღებენ კითხვებზე პასუხს უშუალოდ ფაკულტეტების წარმომადგენლებისგან. დასაწყისი:13:00სთ.
21 თებერვალი, 2012
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება - სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე. იხ. ბმული
16 თებერვალი, 2012
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორად აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეულია ქ-ნი ნინო ღაღანიძე.
იხ. ფარული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი
15 თებერვალი, 2012
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ გამოცხა – დებული კონკურსის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად რეგისტრი – რებული კანდიდატების კონცეფციები.
ბ-ნი გუგუშვილი გიორგი იხ.ბმული
ქ-ნი პოპიაშვილი ირინა იხ.ბმული
14 თებერვალი, 2012
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების განხილვის სხდომა გადადებულია.
მორიგი სხდომა გაიმართება 2012 წლის 16 თებერვალს, 12 სთ-ზე.
14 იანვარი-14 თებერვალი, 2012
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს რექტორის თანამდებობის დასაკავებლად. იხ.ვრცლად
16-26 იანვარი, 2012
დიდ საგამოფენო დარბაზში, გია ბუღაძის სახელოსნომ სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის II კურსის მაგისტრანტების პროექტი - ”სხეული” წარმოადგინა. იხ. ბმული
28 თებერვალი – 1 მარტი, 2012
ფლორენცია, იტალია.
საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი “მოდერნიზმი კავკასიაში – თბილისი. ბაქო. ერევანი.” თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, რომუალდო დელ ბიანკოს ფონდისა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწი – ფო მუზეუმის ერთობლივი ინიციატივა. იხ.ვრცლად
5-13 იანვარი, 2012
”ხატვის ხელოვნება” – სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და გამოფენა. იხ. ვრცლად
—————————————-
22-28 დეკემბერი, 2011
სამხატვრო აკადემიის და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ერთობლივი პროექტი – “ტოლერანტობის არტისტული ხედვა და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის მხატვრული ხარისხის განვითარება” .
16-17 დეკემბერი, 2011
გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის, ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის და სამხატვრო აკადემიის ინიციატივით – გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.
7-13 დკემბერი, 2011
სამხატვრო აკადემიაში ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების სხვადასხავა ეპოქის არქეოლოგიური კოლექციების გამოფენა მოეწყო.
1-12 დეკემბერი, 2011
სამაგისტრო პროექტი ”12 დღე”; სივრცის ინდივიდუალური ათვისება:
- 1 დეკემბერი - სალომე რიგვავა (ფერწერა, ვიდეო);
- 2 დეკემბერი - ინგა ბატატუნაშვილი (ვიდეო, ფოტო);
- 3 დეკემბერი - თამუნა ხმიადაშვილი (ფერწერა, სკულპტურა, ვიდეო);
- 4 დეკემბერი - გიორგი რუხაძე (ვიდეო);
- 5 დეკემბერი - სოსო ქუმსიაშვილი (ფერწერა, ობიექტი);
- 6 დეკემბერი - ნუკა მეგრელიშვილი (ვიდეო);
- 7 დეკემბერი - ნუცა ყანადაშვილი (ვიდეო);
- 8 დეკემბერი - თაკო მაღლაფერიძე (ვიდეო);
- 9 დეკემბერი - ლუარა გამყრელიძე (ფერწერა);
- 10 დეკემბერი – მარიკა მანჟგალაძე (ვიდეო);
- 11 დეკემბერი - მარი ხევსურიანი (ვიდეო);
- 12 დეკემბერი – გოჩა ჟღენტი (ინსტალაცია).
9 დეკემბერი, 2011
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით სამხატვრო აკადემიაში გაიხსნა ტრადიციული ქართული, ლურჯი სუფრის სახელოსნო. პროექტის შემსრულებლები არიან დიზაინის ფაკულტეტის პროფესორები; თ. კლდიაშვილი, ქ. ქავთარაძე.
9 დეკემბერი, 2011
სამხატვრო აკადემიას, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა შორის ურთიერთ – თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნება ქართული შრიფტის ლაბორატორია, რომელიც შეიმუშავებს კომპიუტერულ შრიფტებს ქართული ტრადიციული კალიგრაფიის გათვალისწინებით.
28 ნოემბერი, 2011
სამხატვრო აკადემიის პრომო პლაკატის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში (2011 წ., 25.08. – 25.11) სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტის თათული ასაკაშვილის პლაკატმა გაიმარჯვა.
28 ნოემბერი – 5 დეკემბერი, 2011
სამხატვრო აკადემიის პროფესორის ნინო მგალობლიშვილის პროექტი „ეიდოსის ემანაცია ორიგამიში“ , პერფორმანსი და 30მ. განლაგებული ექსპოზიცია ვიდეო არტის ჩართულობით.
21-26 ნოემბერი, 2011
”იდეების გაცნობა”, სომხურ-ქართული სიმპოზიუმი მხატვრობაზე. დასკვნითი გამოფენა სამხატვრო აკადემიაში.
14-19 ნოემბერი, 2011
ფლორენციის უნივერსი – ტეტის პროფესორის პაოლა პუმას ვორქშოფი სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის და შემაჯამებელი გამოფენა.
9 ნოემბერი, 2011
ქ. ფოთის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში – ”საგამოფენო დარბაზის პროექტი ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე” – სამხატვრო აკადემიის სტუდენტის მარიამ ღუღუნიშვილის პროექტმა გაიმარჯვა.
3-10 ნოემბერი, 2011
სამხატვრო აკადემიაში, არტისტერიუმი 2011-ს ფარგლებში, ლუის უილიამსის და ტონი დიუპერსთის გამოფენა. კურატორი მარტინ ბარლოუ. ის.ვრცლად გამოფენის კონცეფციის და მონაწილე მხატვრების შესახებ.
28 ოქტომბერი
ბრიტანეთის საბჭოს, არტისტერიუმი- 2011-ისა და სამხატვრო აკადემიის ერთობლივი პროექტი: ლუი უილიამსისა და ანტონია დიუჰარსტის ვორქშოფი სტუდენტებისთვის „მეხსიერება, მასალები, სახლი“.
24 -28 ოქტომბერი, 2011
სამხატვრო აკადემიაში ჩატარდა ოლეგ ჰამანის ვორქშოფი ”ძველი თბილისის რეაბილიტაცია ალექსანდრეს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე”. ვორქშოფის მხარდამჭერები იყვნენ: არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის UIA-ს ჩეხეთის სექცია, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, სამხატვრო აკადემიის არქიტეტურის ფაკულტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტეტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი. იხ. ვრცლად..
24-30 ოქტომბერი, 2011
სამხატვრო აკადემიის, ხელოვნების იტორიისა და თეორიის ფაკულტეტის პროექტი “ვიზუალური კულტურა და რელიგიური იმპულსები“. კონფერენცია (სპეციალური სტუმრის, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტის ხელოვნების ისტორიის და თეორიის მიმართულების ხელმძღვანელის ჯეიმს იელკინსის ლექცია) და გამოფენა. იხ.. ბმული…
იხ. კონფერენციის ვიდეო ჩანაწერი
17-18 ოქტომბერი
შვეიცარიის ციურიხის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტისა და მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ჯიაკო შისერის სემინარი: საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკრედიტაცია ბოლონიის პროცესის ფარგლებში
‘ჯეტკლასი საქართველო’. მიუნჰენის სამხატვრო აკადემიის და თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ერთობლივი გამოფენა. იხ. პროექტის კონცეფცია და განხორციელებული ღონისძიებების განრიგი.
25 აგვისტო – 25 ნოემბერი, 2011
სამხატვრო აკადემია სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს სამხატვრო აკადემიის პრომო პლაკატისა და პრომო ვიდეო რგოლის შესაქმნელად. დეტალური ინფორმაციისათვის იხ. ჩვენი გვერდი FACEBOOK-ზე
სტუდენტთა საყურადღებოდ !
3 ოქტომბერს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი იწყება. სწავლის პირველ დღეს, 10:00 საათზე სამხატვრო აკადემიის ეზოში ახალი სასწავლო წლის დაწყების ცერემონია გაიმართება, სტუდენტებს სამხატვრო აკადემიის რექტორი გია ბუღაძე მიესალმება.
3 – 9 ოქტომბერი, 2011
ახალი 2011/2012 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავ – შირებით სამხატვრო აკადემიაში სტუდენტური გამოფენა, მონაწილეობენ გია ბუღაძის და დათო ალექსიძის სახელოსნოები, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების და ხატვის მიმართულებები, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები.
30 სექტემბერი, 2011
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის აკადემიური პერსონალისა და შტატგარეშე პედაგოგთა ვაკანტური ადგილების დასაკავებელი კონკურსის საფაკულტეტო/დარგობრივი კომისიის შემაჯამებელი ოქმი. იხ. ბმული.
12-13 სექტემბერი, 2011
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის (2 წ.ვადით) და ასისტენტ პროფესორის (2 წ.ვადით) აკადემიური თანამდებობების დაკა – ვების მსურველთათვის და ხელშეკრულებით მოსაწვევ პედაგოგთათვის 2011 – 2012 სასწავლო წლიდან. იხ,კონკურსის პირობები.
განცხადების ნიმუში აკადემიურ თანამდებო-ბაზე.
განცხადების ნიმუში ხელშეკრულებით მოსაწვევ პედაგოგოთა თანამდებო-ბაზე.
27-28 ივლისი, 2011
არქიტექტურის ფაკულტე- ტის სამოქალაქო არქიტექ- ტურისა და ფერი და განათება არქიტექტურულ დიზაინში სპეციალობების სამაგისტრო დიპლომების დაცვა. პედაგოგები: გიორგი ბათიაშვილი, ტარიელ ქუთათელაძე, ბორის გოლუბჩიკოვი, ნოდარ ამაშუკელი, ირაკლი პირმისაშვილი, მამუკა ზაალიშვილი, ნანა ქუთა- თელაძე, ვლადიმერ ცინცაძე, ალექსანდრე კიკნაძე, ნუნუ ჩხიკვიშვი- ლი, თეიმურაზ ჯორჯაძე, ოთარ ჩაკვეტაძე.
25 ივლისი, 2011
დიზაინის ფაკულტეტის სამრეწველო დიზაინის, ხის მხატვრული დამუშავე- ბისა და ავეჯის დიზაინის სამაგისტრო და საბაკალავ- რო დიპლომების დაცვა. პედაგოგები: ჯუმბერ ბეჭ- ვაია და თეიმურაზ სარი- შვილი. იხ. სამრეწველო დიზაინის საბაკალავრო ნაშრომის ვიდეო ვერსია.
24 ივლისი, 2011
დიზიანის ფაკულტეტის მინისა და ტექსტილის მი- მართულებების საბაკალავ- რო და სამაგისტრო დიპ- ლომების დაცვები. პედაგოგები: თამარ გრიგო- ლია, თინა კლდიაშვილი და ქეთევან ქავთარაძე.
23 ივლისი, 2011
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ხატვის მიმართულების სამაგისტრო დიპლომების დაცვა. პედაგოგები: გოგი ლაზარაშვილი, ციური ჩაჩუა. იხ. ვიდეო ბმული…
23 ივლისი, 2011
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ქანდაკების მიმართულება, ბაკალავრი- ატის სადიპლომო ნამუ- შევრები. პედაგოგები: დათო მაისურაძე, ნოდარ თოფურია, ნეველი ჯიქია. იხ. ვიდეო ბმული.
22 ივლისი, 2011
სახვითი ხელოვნების ფაკ- ულტეტის, ფერწერის და გრაფიკის მიმართულებე- ბის დაზგური ფერწერის, დაზგური გრაფიკის და სარეკლამო გრაფიკის სპე- ციალობების სამაგისტრო დიპლომების დაცვა პედაგოგები: გია ბუღაძე, თამაზ ვარვარიძე, ოთარ ყარალაშვილი, გოგი წერეთელი.
21 ივლისი, 2011
მედია ხელოვნების ფაკულ- ტეტის, ციფრული მედიის სპეციალობის საბაკალავრო სადიპლომო ნამუშევრების დაცვა. პედაგოგები: ნანა ია შვილი, მარინა თევზაია, რუსუდან ერისთავი. იხ. ვიდეო ვერსია, ეპიზოდი
20 ივლისი, 2011
რესტავრაციის,.ხელოვნების ისტორიის.და.თეორიის ფაკულტეტის, რესტავრა- ციის მიმართულების არქი- ტექტურის რესტავრაციის სამაგისტრო დიპლომების დაცვა. ხელმძღვანელები: ირინა ელიზბარაშვილი, ნიკო ზაზუნიშვილი, თამაზ გერსამია, მიშა გელაშვი- ლი, იოსებ ნაგლაძე
20 ივლისი, 2011
მედია ხელოვნების ფაკულ- ტეტის, გრაფიკული დიზა- ინისა და ფოტოგრაფიის სპეციალობების საბაკალავრო სადიპლომო ნამუშევრების დაცვა. პედაგოგები: ნოდარ სუმბაძე, მაკა ჭიჭინაძე, ვატო წერეთელი.
19 ივლისი, 2011
სახვითი ხელოვნების ფა- კულტეტის გრაფიკის მიმართულების – დაზგური გრაფიკის, წიგნის დიზაინის და ილუსტრაციის, პლაკატის და ანიმაციის სახელოსნო- ების საბაკალავრო დიპლომების დაცვა. პედაგოგები: თამაზ ვარვარიძე, გიორგი წერეთელი, ლალი ზამბახიძე, ნანა ცინცაძე, ლორეტა შენგელია- აბაშიძე, დიმიტრი ერისთავი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ოთარ ყარალაშვილი, ქეთევან სანებლიძე, დავით სიხარულიძე, ამირან ისიანი, ლელა ტაბლიაშვილი.
18 ივლისი, 2011
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ფერწერის მიმართულების დაზგური ფერწერის სპეციალობის საბაკალავრო დიპლომების დაცვა. გია ბუღაძის და დავით ალექსიძის სახელოსნოები, პედაგოგები: გია ბუღაძე, დავით ალექსიძე, თამარ მინაშვილი, გია ხუციშვილი, ოლეგ ტიმჩენკო.
17 ივლისი, 2011
დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის მიმართუ- ლების სტუდენტების საბაკალავრო სადიპლომო ნამუშევრების დაცვების ღონისძიება “თბილისი ივენთ ჰოლში” ჩატარდა. 39 სტუდენტმა წარმოადგინა პროგრამა შემდეგ თემებზე: ‘antivirus.ge‘, ‘შამანი‘, ‘კოკეში დოლ‘, ‘MY FAIR LADY‘ და სხვა. პედაგოგები: ბახტაძე, ჩხუტიშვილი, ჯაში, მგალო – ბლიშვილი, იოსელიანი, ფიცხელაური.
17 ივნისი – 1 ივლისი, 2011
ფლორენციაში რიმუალდო დელ ბიანკოს ფონდის ეგიდით მულტიმედიასა და სახვით ხელოვნებაში ჩატარდა პროფესორ ნანა იაშვილის კალენდარული სტუდენტური ვორქშოფი ”Spirit of Place-in and out”.პროექტში მონა – წილეობდა თსსა და სტუ18 სტუდენტი.
27 ივნისი, 2011
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა 2010-11 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძი – ებები: კატალოგის “სამხატვრო აკადემია – 2011“, განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია და სტუდენტური გამოფენა - სახელოსნოები, დარბაზები, ღია აივნები და შიდა ეზო ერთი დღით გადაიქცა დიდ საგამოფენო სივრცედ, სადაც წლის მანძილზე შექმნილი საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრები გამოიფინა;სივრცობრივი ანსამბლაჟები, ფოტო-ვიდეო ინსტალაციები, ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების, პლაკატის, კერამიკის ცალკეული ნიმუშები.


























































