გრაფიკული დიზაინის მიმართულება
მიმართულების ხელმძღვანელები: თსსა ასოცირებული პროფესორები ნოდარ სუმბაძე და მარიამ ჭიჭინაძე
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა
- გრაფიკული დიზაინი
პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა სრული პროფესორი ნანა იაშვილი
პროფესიული სწავლების პროგრამა:
- ტიპოგრაფია-საგამომცემლო დიზაინი
პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა ასოცირებული პროფესორი რუსუდან ერისთავი
ვიზუალურ საშუალებათა დიზაინი მოიცავს პროფესიის ისეთ მნიშვნელოვან დარგებს, როგორიცაა კომუნიკაციურ საშუალებათა დაგეგმვა, რეკლამა, შეფუთვა და გრაფიკული დიზაინი. ეს ის საშუალებებია, რომლითაც კომპანიები, ფართო საზოგადოებას წარუდგენენ თავის ფილოსოფიას, დემონსტრირებას უკეთებენ მათ მიერ წარმოებულ ნაკეთობებს და მომსახურებას. გრაფიკოსი დიზაინერები გეგმავენ, აანალიზებენ, ქმნიან და აფასებენ კომუნიკაციური პრობლემების ვიზუალურ გადაწყვეტილებებს. მათი მუშაობა გულისხმობს მასშტაბური კომუნიკაციური პრობლემების გადაჭრას, სტრატეგიის ჩამოყალიბებას და ისეთი საკომუნიკაციური პროდუქტის შექმნას, როგორიცაა კორპორაციული სტილი, საფირმო ნიშანი და ემბლემა. რეკლამა _ ელექტრონული ტაბლოების საპროექციო მასალა, გამოცემები _ ნაბეჭდი პროდუქცია, შეფუთვა და სხვა.









