ანიმაციის სახელოსნო
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა:
- მულტიპლიკაცია (ანიმაცია)
პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა მოწვეული პედაგოგი თეიმურაზ (დათო) სიხარულიძე
სახვითი ფაკულტეტის, გრაფიკის მიმართულებაზე 1983 წელს ჩამოყალიბდა. თითქმის 30 წლის მანძილზე შეიქმნა მრავალი ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ბევრი მათგანი წარდგენილი იყო საერთაშორისო ფესტივალებზე და პრიზებით აღინიშნა.
ანიმაციის სახელოსნო ამზადებს მულტიპლიკაციური ფილმის დამდგმელ მხატვარს, რომელიც შეძლებს რეჟისორებთან ერთად შექმნას ანიმაციური ფილმები, სხვადასხვა ტექნოლოგიისა და გადაღების ტექნიკის გამოყენებით. რაც აერთიანებს დღეს არსებულ თითქმის ყველა სახეობას: ნახატი, თოჯინური, პლასტელინის, ქვიშის ანიმაცია და სხვა. 2008 წელს სახელოსნოში შეიქმნა მინაზე ზეთის საღებავებით შესრულებული ანიმაციური ფილმი.
იხ, სტუდენტური ნამუშევრების ვიდეო ვერსიები : ანიმაციის სახელოსნოს სტუდენტების ჯგუფური ნამუშევარი , რომა კობაიძე, რაფაელ ბადალინი, ნანა წიკლაური, მარიამ ციდავა.
სახელოსნოში სტუდენტები იძენენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, გადიან ანიმაციის სრულ კურსს, რაც მოიცავს როგორც კლასიკური ნახატს, ასევე სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიით განხორციელებული ფილმისთვის პერსონაჟების, ნივთებისა თუ სხვადასხვა საგნის ასამოძრავებლად საჭირო მულტიპლიკატის შესწავლას.








