დაზგური გრაფიკის სახელოსნო
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა:
- დაზგური გრაფიკა
პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა მოწვეული პედაგოგი გიორგი წერეთელი
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა:
- დაზგური გრაფიკა
პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა მოწვეული პედაგოგი გიორგი წერეთელი
სტუდენტი იღებს ცოდნას დაზგურ კომპოზიციაში, აგრეთვე ეუფლება როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე დაზგური გრაფიკისათვის აუცილებელ ყველა ტექნიკასა და ტექნოლოგიას (ოფორტი, ლითოგრაფია, ლინოგრავიურა, ქსილოგრაფია, შერეული ტექნიკა და სხვა). სტუდენტი ქმნის კომპოზიციიებს ასევე ციფრულ პროგრამებში.
სწავლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კომპოზიციის ინდივიდუალური ხედვის გამომუშავებას, ტექნოლოგიურ სრულყოფას. დიდი ადგილი ეთმობა პრაქტიკული მუშაობის და ანალიზისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს ათვისებას.





