კინო-ტელე მხატვრობა
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა:
• კინო-ტელემხატვრობა
პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა მოწვეული პედაგოგი მიხეილ იაშვილი
კინო-ტელე მხატვრობის სახელოსნო სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე დაარსდა 1968 წელს. კინო-ტელე მხატვრობა თვისობრივად სპეციფიკური და ფუნქციური დარგია. პროგრამის კონცეპტუალური სტრუქტურა ძირითადად სტუდენტის კრეატიული და სივრცობრივი აზროვნების განვითარებაზეა აგებული. ამ დარგის კურს- დამთავრებულმა ამომწურავად უნდა გამოიყენოს და გააფართოვოს კინო-ტელე მედია ენის ვიზუალური შესაძლებლობები, შემოქმედებითად იაზროვნოს და მხატვრულ დამოუკიდებლობას მიაღწიოს; გამოუმუშავდეს თანამედროვე მედია გარემოში ორიენტირების უნარი; მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური ფილმების, ტელეფილმების, სარეკლამო რგოლების, ტელე და საესტრადო შოუების, ვიზუალური მახასიათებლების რეპრეზენტაციის მაღალმხატვრულ და კრეატიულ ხერხებს ფლობდეს.







