პირველკურსელთა საყურადღებოდ!
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ცხადდება პირველკურსელთა რეგისტრაცია 2012 წლის 24 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით.
მისამართი: ზუბალაშვილის 44, 11 სთ- დან 6 სთ-მდე.
სწავლა იწყება 8 ოქტომბერს.
რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა; წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქე კარგავს ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და შემოქმედებითი ტურის შედეგად უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების მოპოვებულ უფლებას.
რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთების სია:
• სკოლის ატესტატი (დედანი)
• სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გათვალისწინებით)
• ვაჟებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა სამხედრო კომისარიატიდან.
რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სტუდენტებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ:
• პირადობის მოწმობის ასლი
• 2 ფოტოსურათი (4 x 5)
შენიშვნა: ქვითარზე აუცილებლად უნდა იყოს დაფიქსირებული სტუდენტის გვარი და მითითებული იყოს, რომ თანხა სწავლის საფასურს წარმოადგენს.
გადახდა შესაძლებელია სს ”თი ბი სი” ბანკის ნებისმიერ ფილიალში.
ლარის ანგარიშის რეკვიზიტები: ს.ს. ”თიბისი ბანკი”.
საბანკო კოდი – TBCBGE 22
მიმღების დასახელება – ა(ა)იპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
ანგარიშსწორების ანგარიში – GE 84 TB49 8063 4080 1000 01
საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის წლიური გადასახადი 2250 ლარია. შესაძლებელია, სწავლის წლიური საფასურის ორნაწილად გადახდა ყოველი სემესტრის დასაწყისში. გადახდა შესაძლებელია სს ”თი ბი სი” ბანკის ნებისმიერ ფილიალში.ლარის ანგარიშის რეკვიზიტები : ს.ს. ”თიბისი ბანკი”. საბანკო კოდი – TBCBGE 22 მიმღების დასახელება – ა(ა)იპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ანგარიშსწორების ანგარიში – GE 84 TB49 8063 4080 1000 01
ქვითარზე აუცილებლად უნდა იყოს დაფიქსირებული სტუდენტის გვარი და მითითებული იყოს, რომ თანხა სწავლის საფასურს წარმოადგენს.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ქცევის (ეთიკის) კოდექსი
საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის წლიური გადასახადი 2250 ლარია. შესაძლებელია, სწავლის წლიური საფასურის ორ ნაწილად გადახდა ყოველი სემესტრის დასაწყისში. გადახდა შესაძლებელია სს ”თი ბი სი” ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ანგარიში # 806 340 801 000 01. ქვითარზე აუცილებლად უნდა იყოს დაფიქსირებული სტუდენტის გვარი და მითითებული იყოს, რომ თანხა სწავლის საფასურს წარმოადგენს.
- პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყება ოფიციალური დოკუმენტების (ბრძანების და ხელმოწერილი სიების) მიღების შემდეგ.
- რეგისტრაციის დაწყების თარიღი და ვადები დამატებით გამოცხადდება ვებ-გვერდზე.
- გარე მობილობის მსურველებმა განაცხადებით უნდა მიმართონ თსსა ადმინისტრაციას და
- წარმოადგინონ პირადი საქმე 1- 5 სექტემბრი
- ფაკულტეტებზე შესაბამისობის დადგენა – 6 სექტემბერი
- მისაღები გამოცდები – 10-12 სექტემბერი
- გამოცდების შედეგების გამოქვეყნება და რექტორის ბრძანების პროექტის წარდგენა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის – 13 სექტემბერი
იხ.სამაგისტრო პროგრამების ანკეტა-კითხვარი…
